ნაზარბაევი ყაზახეთისთვის სახელის შეცვლის ინიციატივით გამოდის

ნაზარბაევი ყაზახეთისთვის სახელის შეცვლის ინიციატივით გამოდის

ყაზახეთის პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი ქვეყნის რებრენდინგს გეგმავს და ყაზახეთისთვის სახელის შეცვლის ინიციატივით გამოდის. მისი თქმით, ქვეყნის დღევანდელი სახელი – Kazakhstan – ხელს უშლის უცხოელ ინვესტორებს, პოლიტიკოსებს და ტურისტებს ყაზახეთის იდენტიფიცირებას და გამორჩევას ცენტრალური აზიის სხვა ქვეყნებისგან, რომლებსაც ასევე აქვთ სუფიქსი – stan. მან ასევე აღნიშნა, რომ უცხოელები გაცილებით დიდ ინტერესს იჩენენ მონღოლეთის მიმართ, რომელსაც ასეთი სუფიქსი არ გააჩნია.

ნაზარბაევმა ყაზახეთის ახალი დასახელების ვერსიაც გამოაცხადა – Kazak Yeli, რაც ‘ყაზახთა ქვეყანას’ ნიშნავს. ქალაქ ატირაუს საზოგადოებასთან შეხვედრისას, ნაზარბაევმა ასევე აღნიშნა, რომ ეს ინიციატივა აუცილებლად შესათანხმებელია ყაზახეთის მოსახლეობასთან და მიესალმება ამ თემაზე ფართო დისკუსიის დაწყებას. დებატები ამ თემაზე მართლაც ელვისებურად დაიწყო, სოციალურ ქსელებში ყაზახების ნაწილი მიესალმება სახელის შეცვლას და stan სუფიქსის ჩამოშორებას, ეთნიკურად რუსი მოქალაქეების უმრავლესობა არ ეთანხმება ამ ინიციატივას. ორივე მხარე აღნიშნავს, რომ სახელმწიფოსთვის სახელის შეცვლა საკმაოდ ძვირადღირებული პროექტია.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.