No Time To Die-ის შემოსავალმა პირველ დღეს $7 მილიონი შეადგინა

No Time To Die-ის შემოსავალმა პირველ დღეს $7 მილიონი შეადგინა

Universal-ის ინფორმაციით, ჯეიმს ბონდის რიგით 25-ე ფილმის ოფიციალური  პრემიერიდან რამდენიმე დღეში ფილმის შემოსავალმა სოლიდურ თანხას მიაღწია. No Time To Die-ის მოგებამ პირველივე დღეს $7 მილიონი შეადგინა. EON Production-ისა და Metro Goldwyn Mayer-ის დამსახურებით, No Time to Die-ის პრემიერა 29 სექტემბერს სამხრეთ კორეაში, 30 სექტემბერს კი  გაერთიანებულ სამეფოში, ბრაზილიაში, გერმანიაში, იტალიასა და ნიდერლანდებში შედგა.

დენიელ კრეიგის მიერ ჯეიმს ბონდის როლის მეხუთე და ბოლო შესრულებით, ფილმის ჩვენებიდან მიღებულმა შემოსავალმა ირლანდიასა და გაერთიანებულ სამეფოში  პირველ დღეს $6,2 მილიონი და $6,8 მილიონი შეადგინა. No Time to Die-ის მიერ გამომუშავებული თანხა ამ მაჩვენებლით Spectre-ს 13%-ით ასწრებს, თუმცა 26%-ით ჩამორჩება ჯეიმს ბონდის კიდევ ერთ სერიას – Skyfall-ს. აღსანიშნავია, რომ ფილმის ჩვენება გაერთიანებული სამეფოსთვის უპრეცედენტო რაოდენობის, 772 კინოთეატრში შედგება.

კორეაში, მხოლოდ „კულტურის დღის“ გახსნაზე, ფილმმა 2,167 ეკრანზე $665,000-ის გამომუშავება შეძლო, ხუთშაბათს კი დამატებით $590,000-ის შემოსავალი მიიღო. ჯეიმს ბონდის ახალმა, 163-წუთიანმა ფილმმა მექსიკაში $300,000-იანი მოგება ნახა, რაც ბაზრის 64%-ს უდრის და შვიდჯერ აღემატება შემოსავლებით რეიტინგის მეორე ადგილზე მყოფ ფილმს. მნიშვნელოვანია, რომ შაბათ-კვირას $90 მილიონიდან $115 მილიონამდე შემოსავლის მიღებაა ნავარაუდები, როცა ფილმი საფრანგეთის, რუსეთისა და ჩრდ. ამერიკის ბაზარზე გამოჩნდება. რაც შეეხება ჩინეთს, აქ მაყურებელს 29 ოქტომბრამდე, ხოლო ავსტრალიაში 11 ნოემბრამდე მოუწევს მოცდა.

Metro Goldwyn Mayer-ისა და მისი პარტნიორების ძალისხმევით, სამშაბათს ჯეიმს ბონდის ახალი ნაწილის No Time to Die-ის შთამბეჭდავი პრემიერა შედგა. ფილმს კარგი გამოხმაურება მოჰყვა და მაყურებელთა 84% ამ როლში დენიელ კრეიგის ბოლო ნამუშევარს დადებითად აფასებს. თუ No Time to Die გამოიმუშავებს იმ თანხის 85%-ს, რაც სხვა შემთხვევაში საშინაო გაყიდვებიდან უნდა მიეღო, მაშინ ამ მდგომარეობით $190 მილიონის ფარგლებში მიღებული თანხა ფილმისთვის საკმაოდ კარგი მაჩვენებელია. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო ჩვენების ხარჯის ზრდასთან ერთად, ჯეიმს ბონდის ბოლო სერიას $900-მილიონიანი შემოსავალი სჭირდება ფილმზე დახარჯული თანხის ამოსაღებად, რაც No Time to Die-ს ბონდის სხვა სერიებთან შედარებით მნიშვნელოვნად ძვირად ღირებულს ხდის.

რაც შეეხება ფილმის წინამორბედებს, ჯეიმს ბონდის მიერ მიღებული საერთაშორისო შემოსავლები შემდეგნაირად ნაწილდება: Casino Royale – $616 მილიონი, Quantum of Solace – $585 მილიონი, Spectre – $881 მილიონი და Skyfall-ი – $1,11 მილიარდი. გარდა ამისა, შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პანდემიისას სხვა არანაკლებ პოპულარული ფილმების პრემიერებიც შედგა. მათ შორის იყო Fast and Furious-ის ახალი ნაწილი F9, რომლის საერთაშორისო შემოსავალმა $714 მილიონი შეადგინა, ხოლო Shang-Chi-იმ საშინაო შემოსავლებით, რეკორდულად მაღალ ნიშნულს – $200 მილიონს მიაღწია.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.