ნონა გაფრინდაშვილის ინტერესებს ქართული იურიდიული ფირმა BLB ამერიკელ კოლეგებთან ერთად დაიცავს

ნონა გაფრინდაშვილის ინტერესებს ქართული იურიდიული ფირმა BLB ამერიკელ კოლეგებთან ერთად დაიცავს

იურიდიული ფირმა BLB, ამერიკელ კოლეგებთან ერთად ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკის ნონა გაფრინდაშვილის ინტერესებს იცავს მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ინტერნეტ ტელევიზიის ქსელის – ნეტფლიქსის წინააღმდეგ აშშ-ში, კალიფორნიის შტატში ინიცირებულ დავაში.

ნონა გაფრინდაშვილის სარჩელი 2021 წლის 16 სექტემბერს წარედგინა კალიფორნიაში სასამართლოს. სარჩელი ეხება ნეტფლიქსის მიერ სერიალ The Queen’s Gambit-ის კულმინაციურ ეპიზოდში მიზანმიმართულად გაჟღერებულ მცდარ ცნობებს, ნონა გაფრინდაშვილის ლეგენდარული კარიერული მიღწევების შესახებ.

სერიალში ნონა გაფრინდაშვილის შესახებ მცდარი ცნობების გაჟღერებამ უპრეცედენტო რეზონანსი გამოიწვია მსოფლიოს მასშტაბით, როგორც სხვადასხვა ჟურნალისტურ წყაროებში, ასევე საზოგადოებრივ და მათ შორის საჭადრაკო წრეებში.

BLB-სთვის პატივია დაიცვას და წარმოადგინოს ნონა გაფრინდაშვილის ინტერესები ქართული საზოგადოებისთვის ძალზედ ღირებულ და მნიშვნელოვან დავაში.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *