Omno საერთაშორისო გადახდების პროვაიდერი კომპანიაა, რომელიც ციფრულ ბიზნესს გადახდების მიღებისა და მართვის პროცესს უმარტივებს. ის სხვადასხვა გადახდის სერვისის პროვაიდერებს ერთ სივრცეში აერთიანებს. ბრენდი უკვე წელიწადია, რაც დაარსდა. მმართველი პარტნიორის, კახა გელაშვილის, სტარტაპმა უკვე 50-მდე გადახდის სისტემასთან თანამშრომლობა და საერთაშორისო ონლაინკომერციის პლატფორმებთან ინტეგრირება შეძლო.
ბრენდის წარმატების ისტორია აქ არ სრულდება. თებერვალში „ომნო“ ლონდონის საერთაშორისო ბაზარზე იყო წარდგენილი, სადაც პოტენციური პარტნიორებისა და მომხმარებლების დიდი მოწონება დაიმსახურა. Omno მკვლევარია ონლაინგადახდების სისტემაში, მისი დამფუძნებელი კი ჩვენთან საუბარში აღნიშნავს: ,,დღეს საგადასახადო სერვისების ბაზარზე დიდი ქაოსია, რაც Omno-ს პროცესების ორკესტრირების შესაძლებლობას აძლევს, ეს კი ფულის მოძრაობას „უფრო ეფექტიანსა და მოქნილს გახდის. ჩვენი გუნდის სულისკვეთებასა და თავდაჯერებულობას გამოხატავს სლოგანი „It will”.
ბრენდის არსი ლოგოშიც მკაფიოდ იკითხება. Omno-ს მთავარ სიმბოლოს გახვრეტილი მონეტა წარმოადგენს. სწორედ ასეთ მონეტებს იყენებდნენ ძველად ჩინეთსა და იაპონიაში, სადაც მონეტის შუა ნაწილს ძაფს უყრიდნენ და ისე ინახავდნენ. ამ მეთოდით აკინძული მონეტები პირდაპირ უკავშირდება Omno-ს საქმიანობას – როგორც ზემოთ ხსენებული ძაფი აერთიანებდა მონეტებს, ისე კინძავს Omno სხვადასხვა საგადასახადო ინსტრუმენტს, რაც ბრენდს საგადასახადო სერვისების დირიჟორად აპოზიციონირებს. ამ წარმატების უკან საქართველოს საფინანსო-ტექნოლოგიურ ბაზარზე არსებული საუკეთესო სპეციალისტები დგანან. ამ ეტაპზე Omno-ს გუნდი ოცი ადამიანისგან შედგება, თუმცა მათ უკვე შეძლეს და ბაზარზე საერთაშორისოდ აღიარებული პროდუქტი შექმნეს, ეს კი მომავალში დასაქმებულთა რაოდენობის ზრდას გამოიწვევს.
სტარტაპი აქ არ აპირებს გაჩერებას. Omno-ს, საბარათე გადახდებთან ერთად, საკუთარი მომხმარებლებისთვის ღია ბანკინგისა და კრიპტოგადახდების შეთავაზებაც სურს. ხოლო მის გრძელვადიან გეგმებში საერთაშორისო ბაზარზე თავის წამყვან საგადახდო აგრეგატორად დამკვიდრება შედის.