ქართულ ელექტრო-საინჟინრო ბაზარზე 29-წლიანი ისტორიის მქონე კომპანია INSTA მასშტაბურ ტრანსფორმაციას იწყებს და განვითარების სრულიად ახალ, სტრატეგიულ ფაზაში შედის. ეს გარდამტეხი პერიოდი ორგანიზაციაში მნიშვნელოვან საკადრო ცვლილებასაც უკავშირდება – INSTA-ს ახალ აღმასრულებელ დირექტორად (CEO) სანდრო ბახსოლიანი დაინიშნა.
სანდრო ბახსოლიანს სფეროში მოღვაწეობის 15-წლიანი პრაქტიკული გამოცდილება აქვს, რომელიც INSTA-ს უკავშირდება. მისი საერთაშორისო განათლება, კომპანიის შიდა პროცესების სიღრმისეული ცოდნა და გლობალური ხედვა, ახალ პოზიციასთან ერთად, ორგანიზაციაში ინოვაციური მმართველობითი მოდელების ინტეგრაციას ნიშნავს.
„დღეს ძლიერი კომპანია მხოლოდ კარგი პროდუქტის ან წარსული დამსახურებების ხარჯზე ვერ განვითარდება. თანამედროვე ბიზნესგარემო ითხოვს მოქნილ მენეჯმენტ-სისტემებს, მკაფიოდ გამართულ პროცესებს, სწრაფ, მონაცემებზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებებს, ძლიერ ლიდერულ კულტურასა და მუდმივ ევოლუციას. სწორედ ამიტომ, INSTA-ში მიმდინარე ტრანსფორმაცია არის არა უბრალოდ პასუხი ბაზრის გამოწვევებზე, არამედ გააზრებული ნაბიჯი მომავლისკენ,“ – აღნიშნავს სანდრო ბახსოლიანი.
INSTA-ს მთავარ აქტივს წლების განმავლობაში დაგროვილი უნიკალური გამოცდილება წარმოადგენს. ახალი მენეჯმენტის მიზანია, ეს მრავალწლიანი ტრადიცია უმაღლესი სტანდარტების მქონე ინსტიტუციურ სტრუქტურად გარდაქმნას.

პროფესიული კულტურის შენარჩუნებისა და ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, კომპანიაში ამჟამად აქტიურად მიმდინარეობს რამდენიმე მნიშვნელოვანი პროცესი:
- ბიზნესპროცესების სისტემური ოპტიმიზაცია და ჩამოყალიბება;
- ინოვაციური მმართველობითი პრაქტიკების დანერგვა;
- ახალი მენეჯმენტის გუნდის ფორმირება და გაძლიერება;
- ორგანიზაციული სტრუქტურის მოდერნიზაცია;
- შიდა კორპორაციული ლიდერული და პროფესიული კულტურის გაძლიერება.
რეფორმების საუკეთესო გლობალური პრაქტიკით განხორციელებისთვის, INSTA-მ პროცესში საერთაშორისო ორგანიზაციული განვითარების წამყვანი კონსულტანტი ჩართო. ამავდროულად, მენეჯმენტისთვის პრიორიტეტად რჩება იმ უცვლელი ღირებულებების შენარჩუნება, რამაც კომპანიას მომხმარებლისა და პარტნიორების ურყევი ნდობა მოუტანა.
„ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ტრანსფორმაციის პროცესში არ დაიკარგოს ის ხარისხი, რომელიც ყოველთვის ასოცირდებოდა უმაღლეს პროფესიონალიზმთან, პასუხისმგებლობასა და სანდოობასთან. თუმცა, ამავდროულად, ჩვენი მიზანია, ეს ყველაფერი ახალ ეტაპზე გადავიყვანოთ – შევქმნათ უფრო მძლავრი, სისტემური და უმაღლესს სტანდარტებზე დაფუძნებული ორგანიზაცია,“ – განმარტავს კომპანიის ახალი CEO.
სანდრო ბახსოლიანის თქმით, INSTA-ს წარმატების საფუძველი ყოველთვის იყო საიმედოობა და სანდოობა. ეს თვისებები კომპანიის იდენტობის ნაწილია, რის გამოც ის ბაზარს ყოველთვის განვითარებისკენ უბიძგებდა და მხოლოდ სხვისი კარნახით არ მოქმედებდა.
კომპანიის სამომავლო გეგმები არ შემოიფარგლება მხოლოდ ბაზრის მიმდინარე მოთხოვნებზე რეაგირებით. მიზანია, INSTA თავად დარჩეს ინდუსტრიის მთავარ მამოძრავებლად, დაამკვიდროს თანამედროვე მიდგომები და ამ გამოცდილებით უპასუხოს მომავალ გამოწვევებს. სწორედ ამ ხედვითა და განახლებული გუნდით იწყებს კომპანია განვითარების ახალ ეტაპს.
INSTA-ს შესახებ:
INSTA ელექტროსისტემების პროექტირებისა და ინჟინერიის მიმართულებით საქართველოს ბაზრის ერთ-ერთი ლიდერია, რომელიც 28 წელია წარმატებით მოღვაწეობს. კომპანია სექტორზე მორგებულ სრულ საინჟინრო გადაწყვეტებს ნერგავს, რაც მოიცავს ავტომატიზაციას, მწვანე ტექნოლოგიებს, განათებასა და ძალოვანი ფარების წარმოებას.
INSTA პორტფელი 1000-ზე მეტ განხორციელებულ პროექტს აერთიანებს, რომლებიც ისეთ გლობალურ ბრენდებთან პარტნიორობით შესრულდა, როგორებიცაა SIEMENS, LAPP, JUNG, PHOENIX CONTACT, EATON, OBO BETTERMANN, MENNEKES, COURBI და სხვა. კომპანიის მუშაობის სტილი ხარისხზე ორიენტირებულ, მოქნილ და საიმედო სამუშაო ეთიკას ეფუძნება.
დღეისათვის INSTA საქართველოში ყველაზე მასშტაბურ ლოგისტიკურ ცენტრს ფლობს. აღნიშნულ სივრცეში მუდმივად ხელმისაწვდომია 40-ზე მეტი საერთაშორისო პარტნიორის 20,000-ზე მეტი დასახელების პროდუქტი, რაც მომხმარებლისთვის ოპერატიულ და სრულყოფილ მომსახურებას უზრუნველყოფს.
S









