OPEC+ ბაზრისთვის ნავთობის მიწოდებას დაგეგმილზე მეტად არ გაზრდის

OPEC+ ბაზრისთვის ნავთობის მიწოდებას დაგეგმილზე მეტად არ გაზრდის

ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაციის (OPEC+) წევრთა შეხვედრა დასრულდა, მომავალ თვეს ენერგეტიკული გაერთიანება საერთაშორისო ბაზრისთვის ნავთობის მიწოდებას დღიურად მხოლოდ 432,000 ბარელით გაზრდის – აღნიშნული მოცულობა ჯერ კიდევ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებამდე წარდგენილი გეგმით იყო გათვალისწინებული.

OPEC-ის წარმომადგენლებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ ორგანიზაცია კონფლიქტში ნეიტრალურ მხარეს შეინარჩუნებდა და მიუხედავად რუსეთის მიერ მიწოდების შეზღუდვისა, ის ნავთობის წარმოების მოცულობას დაგეგმილზე მეტად არ გაზრდიდა.

ექსპერტების შეფასებით, საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის გაძვირებით ყველაზე დიდ სარგებელს სწორედ OPEC-ის წევრი სახელმწიფოები იღებენ, შესაბამისად, მიწოდების გაზრდა და ფასების შემცირება მათ ინტერესებში არ შედის. გარდა ამისა, გასათვალისწინებელი ფაქტორია რუსეთის ფედერაციის პოლიტიკური გავლენა აღნიშნული ორგანიზაციის დამოკიდებულებასა და დღის წესრიგზე.

საგულისხმოა, რომ ევროკომისიის მიერ რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვის ინიციატივის წარდგენის ფონზე, საერთაშორისო ბირჟაზე ნავთობის ფასები მკვეთრად გაიზარდა.

24 საათში ბარელი WTI Crude-ის ღირებულებამ თითქმის 6%-ით, 109 დოლარამდე მოიმატა; Brent-ის ფასი კი 111 დოლარამდე გაიზარდა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *