აპრილში უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა სამჯერ გაიზარდა

აპრილში უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა სამჯერ გაიზარდა

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2022 წლის აპრილში, 2021 წლის აპრილთან შედარებით, საქართველოში შემოსული უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა 3-ჯერ (თითქმის 200%-ით) გაიზარდა. 2021 წლის აპრილში 85,754 ვიზიტორი შემოვიდა, ხოლო 2022 წლის აპრილში – 244,293. 2019 წელთან შედარებით ვიზიტორების რაოდენობა 62%-ით არის შემცირებული.

ტურისტების რაოდენობა, რომელიც მხოლოდ იმ ვიზიტორებს მოიცავს, რომლებიც საქართველოში 24 საათზე მეტხანს გაჩერდნენ, აპრილში 141%-ით გაიზარდა და ჯამში 182,381 ტურისტი შემოვიდა. 2019 წელთან შედარებით ტურისტების რიცხვი 48%-ით არის შემცირებული.

ოთხი თვის ჯამში, 2021 წლის იანვარ-აპრილთან შედარებით, ტურისტების რაოდენობა 234%-ით, ხოლო ვიზიტორების რაოდენობა 272%-ით არის გაზრდილი. იანვარ-აპრილში საქართველოში 821 ათასი ვიზიტორი შემოვიდა, რომელთაგან 642 ათასი ტურისტი იყო.

აპრილში ყველაზე მეტი (35,959) ვიზიტორი თურქეთიდან შემოვიდა. მეორე ადგილზე რუსეთია 33,556 ვიზიტორით, ხოლო მესამეზე სომხეთია 32,228 ვიზიტორით. 13,018 ვიზიტორი შემოვიდა უკრაინიდან, რაც გასული წლის აპრილზე 120%-ით მეტია. ტოპ-10 ქვეყანას შორის ყველაზე მაღალი ზრდა ირანიდან იყო – 485%.

10 ქვეყანა, საიდანაც 2022 წლის აპრილში ყველაზე მეტი ვიზიტორი შემოვიდა

ქვეყანა

2022: აპრილი

ცვლილება 2021/2022

თურქეთი

35,959

70%

რუსეთი

33,556

294%

სომხეთი

32,228

287%

ისრაელი

15,709

56%

უკრაინა

13,018

120%

აზერბაიჯანი

11,360

115%

ბელარუსი

7,507

413%

ყაზახეთი

6,032

268%

ირანი

5,994

485%

უზბეკეთი

3,291

21%

წყარო: საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.