OPEC-ის გენერალური მდივანი მუჰამედ ბარკინდო 63 წლის ასაკში გარდაიცვალა

OPEC-ის გენერალური მდივანი მუჰამედ ბარკინდო 63 წლის ასაკში გარდაიცვალა

ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაციის (OPEC) გენერალური მდივანი მუჰამედ ბარკინდო 63 წლის ასაკში გარდაიცვალა.

OPEC-ის გენერალური მდივნის თანამდებობა ბარკინდომ 2016 წელს დაიკავა, მანამდე ის ნიგერიის ნავთობის ეროვნულ კორპორაციას, ქვეყნის ენერგეტიკის სამინისტროსა და საგარეო საქმეთა სამინისტროებს წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა.

აღსანიშნავია, რომ ბარკინდოს ხელმძღვანელობის პერიოდში OPEC-ს ერთ-ერთ ყველაზე რთულ ისტორიულ გამოწვევებთან მოუწია გამკლავება, მათ შორისაა: კოვიდპანდემია, რუსეთ-უკრაინის ომი და ახლო აღმოსავლეთის რეგიონში მომხდარი კონფლიქტები.

ნიგერიელი პოლიტიკოსი და ეკონომისტი გარდაცვლილი 5 ივლისის საღამოს იპოვეს – სიკვდილის ზუსტი მიზეზები, ჯერჯერობით, უცნობია.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *