გერმანულმა ავტომწარმოებელმა ახალი მცირე ზომის ელექტრომობილი – Opel Rocks-e წარადგინა, რომელიც რეალურად, ევროკავშირის კანონმდებლობის მიხედვით, მსუბუქი კვადროციკლი უფროა, ვიდრე მანქანა და მისმა წონამ (ელექტრობატარეების გამოკლებით) 425 კილოგრამს არ უნდა გადააჭარბოს. აღსანიშნავია, რომ Opel Rocks-e მსოფლიოში პირველი SUM-ტიპის (Sustainable Urban Mobility – მდგრადი ურბანული გადაადგილება) მანქანაა.
აღსანიშნავია, რომ Opel-ის ეს ელექტომობილი ფრანგული Citroen Ami-ს სრული ასლია: გარდა იმისა, რომ ვიზუალურად მანქანები იდენტურია, მათ 5.5 კილოვატ-საათის სიმძლავრის ელექტროძრავი აქვთ, რომლითაც, მაქსიმუმ 75 კილომეტრის გავლა შეიძლება. მისი რვა ცხენის ძალის სიმძლავრის ელექტროძრავს 45 კმ/სთ სიჩქარის განვითარება შეუძლია. ელემენტების სრულ დამუხტვას, სახლის პირობებში, სამი საათი და ოცდაათი წუთი სჭირდება.
სიგრძეში Opel-ის ახალი ელექტრომობილი 2.41 მეტრს შეადგენს. მას 14-ინჩიანი ბორბლები აქვს და მიუხედავად მცირე ზომისა, მასში 1.90 მეტრის სიმაღლის მქონე ადამიანებიც ეტევიან – თუმცაკი, მანქანა ორკაციანია. აღსანიშნავია, რომ ევროპული კანონმდებლობის თანახმად, Opel Rocks-e-ს ტარება თხუთმეტი წლიდანაა ნებადართული. მანქანის გაყიდვები გერმანიაში დაიწყება, ხოლო 2022 წლიდან მთელ ევროპას მოედება.