Pfizer-ს კიბოს წამლის მწარმოებლი კომპანიის $40 მილიარდად შეძენა სურს

Pfizer-ს კიბოს წამლის მწარმოებლი კომპანიის $40 მილიარდად შეძენა სურს

ბიოტექნოლოგიურ გიგანტ Pfizer-ს კიბოს საწინააღმდეგო წამლის მწარმოებელი ფარმაცევტული კომპანიის, Seagen-ის შეძენა სურს.

Wall Street Journal-ის ინფორმაციით, მხარეებს შორის აქტიურად მიმდინარეობს მოლაპარაკებები და სავარაუდოა, რომ გარიგება წარმატებით შედგება.

რაც შეეხება ტრანზაქციის მოცულობას, კომპანია Seagen-ის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 30 მილიარდ დოლარს შეადგენს, გასულ წელს კი მის შეძენას $40 მილიარდად მსხვილი სამედიცინო ჰოლდინგი, Merck-ი ცდილობდა. ამ ფაქტის გათვალისწინებით, კომპანია Pfizer-ს Seagen-ის სანაცვლოდ მინიმუმ 40 მილიარდი დოლარის გადახდა მოუწევს.

ექსპერტების შეფასებით, კიბოს წინააღმდეგ ბრძოლაში Seagen-ის პრეპარატებს წარმატების ყველაზე დიდი შანსი აქვს, კომპანიის ასეთი ძვირად ღირებული შეფასებაც სწორედ ამ ფაქტითაა განპირობებული.

Pfizer-ის კაპიტალიზაცია ამჟამად 235 მილიარდ დოლარს შეადგენს და ის სამედიცინო-ფარმაცევტული კომპანიების გლობალურ ტოპ ათეულშია.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *