ფეხბურთელების რეიტინგი, 2022 წელს საბაზრო ღირებულების ზრდის მიხედვით

ფეხბურთელების რეიტინგი, 2022 წელს საბაზრო ღირებულების ზრდის მიხედვით

Transfermarkt-მა იმ ფეხბურთელების ჩამონათვალი გამოაქვეყნა, რომელთა საბაზრო ღირებულება 2022 წლის განმავლობაში ყველაზე მეტი თანხითა და პროცენტით გაიზარდა. რეიტინგში სულ 42 მოთამაშეს ვხვდებით, რომელთა შორის ორი ქართველია.

პირველ ადგილს არგენტინელი ფეხბურთელი, ენცო ფერნანდესი იკავებს, რომლის საბაზრო ღირებულება წელს 50 მილიონი ევროთი, 1,000%-ით გაიზარდა და მოცემული დროისთვის 55 მილიონ ევროს შეადგენს. 2022 წლის მუნდიალის ჩემპიონი ფერნანდესი პორტუგალიური „ბენფიკის“ ღირსებას იცავს.

მეორე პოზიციაზე ხორვატი იოშკო გვარდიოლია, რომელიც ამჟამად გერმანიის ბუნდესლიგის კლუბ „ლაიფციგში“ თამაშობს. 2022 წლის განმავლობაში მისი საბაზრო ღირებულება, ფერნანდესის მსგავსად, 50 მილიონი ევროთი, თუმცა 200%-ით გაიზარდა და ბოლო მონაცემებით 75 მილიონ ევროს შეადგენს. იოშკოსთან მეორე პოზიციას იყოფს ბრაზილიელი ანტონი, რომლის საბაზრო ღირებულება ასევე 200%-ით, 50 მილიონი ევროთი გაიზარდა და 75 მილიონ ევროს მიაღწია.

აღსანიშნავია, რომ Transfermarkt-ის რეიტინგის პირველ ათეულში საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და იტალიის სერია A-ს კლუბ „ნაპოლის“ შემტევი, ხვიჩა კვარაცხელიაც მოხვდა. 2022 წლის განმავლობაში მისი საბაზრო ღირებულება 275%-ით, 44 მილიონი ევროთი გაიზარდა და ამჟამად 60 მილიონ ევროს შეადგენს.

რაც შეეხება Transfermarkt-ის რეიტინგში მეორე ქართველს, ეს „ვალენსიის“ მეკარე, გიორგი მამარდაშვილია. ის 42 ფეხბურთელს შორის, 2022 წლის განმავლობაში საბაზრო ღირებულების ზრდის მიხედვით, ბოლოდან მეორეა. მამარდაშვილის საბაზრო ფასი ერთ წელში 22 მილიონი ევროთი, 733.3%-ით გაიზარდა და ამჟამად 25 მილიონ ევროს შეადგენს.

წარმოგიდგენთ 10 ფეხბურთელს, რომელთა ღირებულება 2022 წელს ყველაზე მეტი თანხით გაიზარდა:

#1 ენცო ფერნანდესი (ბენფიკა) + €50 მილიონი

საბაზრო ღირებულება: €55 მილიონი (+1,000%)

#2 ჯოშკო გვარდიოლი (ლაიფციგი) + €50 მილიონი

საბაზრო ღირებულება: €75 მილიონი (+200%)

#2 ანტონი (მანჩესტერ იუნაიტედი) + €50 მილიონი

საბაზრო ღირებულება: €75 მილიონი (+200%)

#4 რაფაელ ლეაო (მილანი) + €50 მილიონი

საბაზრო ღირებულება: €85 მილიონი (+142.9%)

#5 აურელინ ჩუამენი (მადრიდის რეალი) + €50 მილიონი

საბაზრო ღირებულება: €90 მილიონი (+125%)

#5 გავი (ბარსელონა) + €50 მილიონი

საბაზრო ღირებულება: €90 მილიონი (+125%)

#7 ჯამალ მუსიალა (ბაიერნი) + €45 მილიონი

საბაზრო ღირებულება: €100 მილიონი (+81.8%)

#8 ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი) +€44 მილიონი

საბაზრო ღირებულება: €60 მილიონი (+275%)

#9 როდრიგო (მადრიდის რეალი) +€40 მილიონი

საბაზრო ღირებულება: €80 მილიონი (+100%)

#10 კოდი გაკპო (ლივერპული) +€38 მილიონი

საბაზრო ღირებულება: €60 მილიონი (+172.7%)

 

შენიშვნა: დამატებული ღირებულების მაჩვენებლის დამთხვევის შემთხვევაში რეიტინგში ფეხბურთელების პოზიცია პროცენტული ზრდის მაჩვენებლით განისაზღვრა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *