ფიზიკოსებმა მიაგნეს დროის პორტალს, რომელიც შესაძლებელს ხდის რეალური მოვლენის დროში დაფარვას

ფიზიკოსებმა მიაგნეს დროის პორტალს, რომელიც შესაძლებელს ხდის რეალური მოვლენის დროში დაფარვას

კორნელის უნივერსიტეტის მკვლევარებმა შემოგვთავაზეს სიახლე, რომელიც წინ გადადგმული ნაბიჯია „ფარული ტექნოლოგიების” სფეროში. სხვა მკვლევარები მუშაობენ ტრადიციულ ფარულ ტექნოლოგიებზე, სადაც მეტა-მასალების გამოყენებით ხილვადობის დაფარვა ხდება,კორნელის უნივერსიტეტის ჯგუფმა კი მიზნად რეალური მოვლენების დროში დაფარვა დაისახა.
ტრადიციულად ფარული ტექნოლოგიების სფეროს მკვლევარები საგნის სივრცულ დაფარვაზე სპეზიალიზდებიან, მსგავსად ილუზიონისტებისა, რომლებიც თავიანთი ნომრის შესასრულებლად კომპლექსურ ლინზებს იყენებენ. მეტი სიცხადისთვის: ხილვადობის დასაფარავად გამოიყენება სინათლის სხივის ფორმის შემცვლელი მასალები,რომლებიც საგნის დაფარვის მიზნით მოძრაობს მის გარშემო.

ჯგუფის მიერ ჩატარებული ექსპერიმენტი ზემოთ აღნიშნულის მსგავსია, იმ განსხვავებით, რომ კორნელის უნივერსიტეტის მკვლევარები იყენებენ ფიზიკოსების მიგნებას დროისა და სივრცის ეკვივალენტურობის შესახებ. შედეგად კვლევის ჯგუფი სპეციალიზდება არა სინათლის ფორმის, არამედ მისი დროის ცვლილებაზე.

კვლევითმა ჯგუფმა ექსპერიმენტი ორი „დროის ლინზის” შექმნით დაიწყო. აღნიშნული ლინზები, ტრადიციული ლინზებისაგან განსხვავებით, რომლებიც გარდატეხის მეშვეობით ცვლის ან კუმშავს სინათლის სხივის ფორმას, ისინი გაბნევის მეშვეობით ადიდებენ ან კუმშავენ დროის სინათლის სხივს.

დროის ლინზები, რომლებიც აღნიშნული ექსპერიმენტისთვის შეიქმნა, დაყოფილია. ექსპერიმენტის დროს დროის ლინზებს ათავსებენ ისე, რომ მათი ფოკუსირება შუაში მოხდეს. უფრო დეტალურად კი, ხდება ერთი ლინზის დასაფარავი მოვლენის ერთ მხარეს განლაგება, ხოლო მეორის – საპირისპირო მხარეს. ექსპერიმენტის დროს ლაზერის სხივი გაივლის პირველ ლინზაში, რაც იწვევს სინათლის სხივის გაბნევას ლინზებს შორის მიმდინარე მოვლენის გარშემო. შემდეგ სხივი გაივლის მეორე ლინზას და დაუბრუნდება საწყის ფაზას. აღნიშნულის შედეგად დამკვირვებელს ექმნება ილუზია, თითქოს ეს მოვლენა ლინზებს შორის საერთოდ არ მომხდარა.