ფრანგული ფიტოსტანდარტი საქართველოში

ფრანგული ფიტოსტანდარტი საქართველოში

„არკოფარმა” ფრანგული ფესვების მქონე ფარმაცევტული კომპანიაა, რომელიც ნატურალური მედიცინის სფეროში საქმიანობს და მცენარეულ საკვებ დანამატებს და ვიტამინებს აწარმოებს. ამ მიმართულებით საფრანგეთისა და ევროპის ერთ-ერთი ლიდერი კომპანია 2021 წლიდან საქართველოშიც ოპერირებს. ბრენდისა და პროდუქტების შესახებ „არკოფარმას“ წარმომადგენლობის ხელმძღვანელი საქართველოში, ექიმი ენდოკრინოლოგი ქეთევან ობოლაშვილი გვიყვება.

როგორ იწყებოდა და ვითარდებოდა „არკოფარმა“?

„არკოფარმა“ 1980 წელს კაროსში – ზღვისპირა ალპებში – დაარსდა, დღეს კი მსოფლიოს 50-ზე მეტ ქვეყანასა და ევროპის 20 000-ზე მეტ აფთიაქშია წარმოდგენილი. კომპანია პიონერია ფიტოთერაპიაში, 1993 წლიდან კი მხოლოდ ორგანულ პროდუქციაზეა ორიენტირებული. „არკოფარმა“ იყენებს მხოლოდ ბუნებრივი წარმოშობის აქტიურ ინგრედიენტებს, შესაბამისად, უარს ამბობს ქიმიურ შემავსებლებსა და არომატიზატორებზე, საღებავების ჩანაცვლება კი ბუნებრივი საშუალებებით ხდება. ხაზგასასმელია, რომ ამ პროდუქციის გამოყენება შეუძლიათ ვეგანებს, შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებს, ასევე ადამიანებს, რომლებსაც გლუტენის აუტანლობა აქვთ.

რა პრეპარატებს აწარმოებთ და რამდენად ფართო სპექტრს მოიცავთ?

კომპანია მუშაობს როგორც ვიტამინებსა და მცენარეულ საკვებ დანამატებზე, ასევე მედიკამენტებსა და კოსმეტიკურ საშუალებებზე. თუ უშუალოდ საქართველოზე ვისაუბრებთ, აქ წარმოდგენილი პროდუქცია მოიცავს ძილისა და სტრესის გამკლავების დამხმარე საშუალებებს, სხვადასხვა საჭირო ვიტამინს – მაგნიუმს, D ვიტამინს, აგრეთვე ისეთ ფიტოპროდუქციას, როგორიცაა სპირულინა, გინკო და ა.შ.

ვისთვის არის ეს პროდუქტები და საინტერესოა, შესაძლებელია თუ არა ექიმის დანიშნულების გარეშე მათი მიღება?

შეზღუდვები თითქმის არ გვაქვს, „არკოფარმას” პროდუქცია განკუთვნილია მათთვის, ვისთვისაც მნიშვნელოვანია საკუთარ ორგანიზმზე ზრუნვა, ვისთვისაც ღირებულია პროდუქტის ხარისხი და წარმომავლობა.

რაც მთავარია, სავსებით შესაძლებელია ფიტოპრეპარატებისა და საკვები დანამატების მიღება ექიმის დანიშნულების გარეშე, რადგან ისინი შეიცავს იმ დღიურ დოზას, რისი მოთხოვნილება და საჭიროებაც აქვს ადამიანის ორგანიზმს დღის განმავლობაში.

მთავარია, მომხმარებელმა ყურადღება მიაქციოს მანიშნებლებს, რომლებიც დატანილია თითოეულ შეფუთვაზე. მაგალითად, თუ პროდუქტის მიღება დაშვებულია ორსული და მეძუძური დედებისთვის, კოლოფზე შესაბამისი აღნიშვნაც არის. იდენტიციფირება მარტივია.

რაც შეეხება ბავშვებს, მათთვის განკუთვნილი ხაზი თუ გაქვთ?

რა თქმა უნდა, „არკოფარმას” პორტფოლიოში აქვს პროდუქტები, რომლებიც ბავშვებისთვისაა განკუთვნილი. დღეისთვის საქართველოში წარმოდგენილია „არკოკაფსი ომეგა 3”, რომლის კაფსულაც პატარა ზომისაა, რაც მის მიღებას ამარტივებს. ასევე წარმოდგენილია „არკოკაფსი სპირულინა”, რომელიც კვების პრობლემების მქონე ბავშვებისთვის არის რეკომენდებული. პრეპარატი ამაღლებს იმუნიტეტსაც, რადგან შეიცავს დიდი რაოდენობით საჭირო ცილას, ამინომჟავებს, მიკროელემენტებსა და ვიტამინებს.

იმუნიტეტისთვის ასევე გამოვყოფდი პრეპარატს „არკოროიალი ძლიერი იმუნიტეტისთვის”, რომელიც დამზადებულია ფუტკრის ხუთი პროდუქტისგან (ფუტკრის რძე, მანუკას თაფლი, ყავისფერი პროპოლისი, მწვანე პროპოლისი, ყვავილის მტვერი). უნდა აღვნიშნო, რომ ფუტკრის თითოეული პროდუქტი მოიპოვება სპეციალური სტანდარტების დაცვით, რათა მისი სტრუქტურა არ დაზიანდეს და ყველა სასარგებლო თვისება შენარჩუნდეს.

პროდუქციის ნატურალურობას უსვამთ ხაზს და ბუნებრივ კომპონენტებზე აკეთებთ აქცენტს, ამიტომ ასევე მნიშვნელოვანია, როგორ იწარმოება ეს პრეპარატები.

„არკოფარმას” ქარხანა საფრანგეთში მდებარეობს და პროდუქციის სრული სპექტრი სწორედ აქ იწარმოება. ქარხანა სრულად ავტომატიზებულია, ხდება ყველა ეტაპის კონტროლი: ნედლეულის მოპოვებიდან – კვლევებისა და წარმოების ჩათვლით. ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში პროდუქტის მიმართ სანდოობას ზრდის.

როგორც აღვნიშნე, „არკოფარმა” მხოლოდ ორგანულად მოყვანილ ნედლეულს იყენებს. მცენარის მოპოვების შემდეგ ხდება მისი გამოშრობა – ეს არის მაქსიმალურად დამზოგველი პროცესი, რათა შენარჩუნებულ იქნას აქტიური ინგრედიენტები; შემდეგი ეტაპია ორთქლით მკურნალობა და ბაქტერიებისგან გამოთავისუფლება. ამ პროცესის შემდეგ პროდუქტი ქუცმაცდება კრიოგენული მეთოდით და მიიღება ფხვნილი, რომელშიც ნედლეულის ყველა სასარგებლო თვისებაა შენარჩუნებული. საბოლოო ეტაპი არის დაფასოება კაფსულებში, რომლებიც ასევე ბუნებრივი მასალისგან მზადდება.

როგორც ვახსენეთ, ყველაფერი ნედლეულით იწყება. რადგან ფიტოთერაპიაზე ვსაუბრობთ, ასევე საინტერესოა, სად მოიპოვებთ ნედლეულს?

შეიძლება ითქვას, რომ მთელი მსოფლიოს მასშტაბით, თუმცა ძირითადი ნაწილი, დაახლოებით 50%, მაინც საფრანგეთშია თავმოყრილი. რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, ყოველწლიურად ირჩევა 120-ზე მეტი სახეობის მცენარე მსოფლიოს 40 ქვეყანაში. გასათვალისწინებელია, რომ მოსავლის მოყვანის ადგილიც შეესაბამება ეკოლოგიურ და ბიოპროდუქტის სტანდარტებს, მცენარეები მოწმდება პესტიციდებისა და მძიმე მეტალების შემცველობაზე. ყველა ეს ეტაპი კი მკაცრად კონტროლდება შესაბამისი დეპარტამენტის მიერ.

როცა ფარმაცევტულ პროდუქციაზე ვსაუბრობთ, სანდოობას მნიშვნელოვნად განაპირობებს ის სტანდარტები, რომლე­ბითაც მუშაობს კომპანია. ამის გარანტორი კი ხშირად არის საერთაშორისო სერტიფიკატები…

რა თქმა უნდა, სტანდარტები უმნიშვნელოვანესია და ამას ათვითცნობიერებს კომპანია. შესაბამისად, წარმოება და დისტრიბუცია ხდება რეგულაციების შესაბამისად. „არკოფარმას” მიღებული აქვს სერტიფიკატები სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის საუბარია კარგი წარმოების (GMP) და კარგ სადისტრიბუციო პრაქტიკებზე (GDP), რაც ნიშნავს, რომ პროდუქტები უსაფრთხოების ყველა ნორმის დაცვით იწარმოება და მიეწოდება მომხმარებელს. „არკოფარმას” ასევე აქვს საკვები დანამატების წარმოებისა და ორგანული პროდუქციის წარმოების სერტიფიკატები (Organic production Certification), რაც ასევე იმის გარანტიაა, რომ ნატურალურ პროდუქციასთან გვაქვს საქმე. სწორედ ამ სტანდარტების დამსახურებაა, რომ „არკოფარმა“ განახლებული რეიტინგითაც ინარჩუნებს ფრანგული ჯანსაღი საკვები დანამატების ბაზრის ლიდერის სტატუსს.

„არკოფარმა“ ასევე ფლობს რვა პატენტს. მეტი მოგვიყევით ამ მიმართულებებზე, რა გამოარჩევს მათ დღეს მსოფლიო ბაზარზე?

„არკოფარმა” ფლობს საკუთარ ლაბორატორიას და მუდამ ზრუნავს ინოვაციასა და განვითარებაზე, რასაც შემდეგ იყენებს პროდუქციის გაუმჯობესებისთვის – კომპანიაში დასაქმებულთა 9% უშუალოდ ამაზეა ორიენტირებული.

აქცენტი მინდა ორ პატენტზე გავაკეთო, საუბარი მაქვს წარმოების მეთოდოლოგიებზე. ერთ-ერთი მათგანია „არკოფლუიდი” – ამ ინოვაციის მეშვეობით მცენარეების ექსტრაქტის მისაღებად ულტრაბგერითი ტექნოლოგია გამოიყენება, რაც ეფექტიანობას 73%-ით ზრდის. მეთოდი უზრუნველყოფს მცენარის აქტიური ინგრედიენტების მაქსიმალურად შენარჩუნებას და მიღებული ექსტრაქტის მაღალ ხარისხს; ერთ-ერთი პრეპარატი, რომელიც ამ პატენტის მეშვეობით მიიღება, არის „არკოფლუიდი ღვიძლის დეტოქსი“, რომელიც ორიენტირებულია ღვიძლის ფუნქციის გაუმჯობესებაზე, რაც საკმაოდ აქტუალური საკითხია საქართველოში. ამ პატენტის მეშვეობით ასევე იწარმოება „არკოფლუიდი დეტოქს პროგრამა“, რომელიც 30-დღიან ციკლს მოიცავს და ხდება მთელი ორგანიზმის: ღვიძლის, თირკმლისა და კანის დეტოქსი. კურსი უზრუნველყოფს პაციენტებისთვის ენერგიისა და შრომისუნარიანობის მომატებას.

ასევე მინდა, გამოვყო კიდევ ერთი პატენტი – „არკოტოტუმი”. ამ მეთოდის უპირატესობა ის არის, რომ ხდება მცენარის აქტიური ინგრედიენტების 100%-ით გამოყენება, მათ შორის სინერგიული მოქმედების მისაღწევად, შესაბამისად, იზრდება ეფექტიანობაც. ამ პატენტს „არკოფარმა” ყველა პროდუქტის წარმოებაში იყენებს.

საინტერესოა, რატომ აირჩია „არკოფარმამ” საქართველოს ბაზარი?

ქართული ბაზრის მოკვლევის შედეგად აღმოვაჩინეთ, რომ არჩევანი ფიტო, ორგანული საკვები დანამატებისა და ვიტამინების მიმართულებით – მწირი, მოთხოვნა და ინტერესი კი საკმაოდ მაღალი იყო. ამის შემდეგ გამოვიკვლიეთ საერთაშორისო ბაზარიც. ჩემთვის, როგორც ენდოკრინოლოგისთვის, მნიშვნელოვანი იყო, რომ ვიტამინი თუ საკვები დანამატი ჯანსაღი ნივთიერებების კომბინაციით ყოფილიყო მიღებული. ამ კრიტერიუმებზე დაყრდნობით, ჩემი სამედიცინო პრაქტიკული გამოცდილებით საფრანგეთში და იქ მყოფი ექიმების რეკომენდაციით, შევარჩიეთ „არკოფარმა“ – მაღალი სტანდარტების მქონე კომპანია, რადგან გვინდოდა, ქართველი მომხმარებლისთვისაც შეგვეთავაზებინა ხარისხიანი ბიოვიტამინები და ფიტოპროდუქცია.

რამდენად არის შესაბამისი ცოდნა მოსახლეობაში თქვენს პროდუქტებთან მიმართებით და რაზეა მოთხოვნა ყველაზე მეტად ჩვენს ქვეყანაში?

„არკოფარმა” ერთი წელია, წარმოდგენილია საქართველოს ბაზარზე და უკვე გვყავს კმაყოფილი მომხმარებლები, რომლებმაც საკუთარ თავზე გამოსცადეს პროდუქციის ხარისხი და მიიღეს შედეგები. მათთვის ერთ-ერთი საყვარელი პროდუქტი აღმოჩნდა „ფორკაპილი”, რომელიც ორიენტირებულია თმის, ფრჩხილისა და კანის სიჯანსაღეზე. ამ პრეპარატის მიღება შესაძლებელია ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდშიც, სწორედ მაშინ, როცა ქალების დიდ ნაწილს სწორედ ეს პრობლემები აწუხებს. თანაც პროდუქტი არ შეიცავს საფუარს და არ იწვევს წონაში მატებას.

მთლიანობაში, ჩვენს პროდუქტებზე მოთხოვნა არის, მაგრამ ჯერ კიდევ დიდი სამუშაოა გასაწევი: ცოდნა უნდა ავამაღლოთ საზოგადოებაში, რათა ყურადღება მიაქციონ წარმოების ადგილს, პირობებსა და შემადგენლობას, რამდენად უსაფრთხოა ესა თუ ის პროდუქცია.

დღეს სად არის ხელმისაწვდომი თქვენი პროდუქცია საქართველოში? რეგიონებში თუ ხართ წარმოდგენილი?

„არკოფარმას” პროდუქცია იყიდება „ჯიპისისა” და „ფარმადეპოს” სააფთიაქო ქსელში, მთელი საქართველოს მასშტაბით. ასევე კლინიკა „ნუაჟში”, რომლის ორი ფილიალიც თბილისში მდებარეობს.

ჩვენი მიზანია, ხუთ წელიწადში სრულად შევცვალოთ სურათი, ჩვენი პროდუქცია ყველა სააფთიაქო ქსელში იყოს წარმოდგენილი; ასევე გვსურს, საქართველოს მოსახლეობას ჰქონდეს მეტი ცოდნა „არკოფარმას” და ზოგადად, ბიოპროდუქტების შესახებ და, რაც მთავარია, აკეთებდეს გათვითცნობიერებულ და ცოდნაზე დამყარებულ არჩევანს.