“ევროპა-ბეთმა” თავის მომხმარებელს ახალი პროდუქტი შეთავაზა – საფონდო ბირჟის ფსონები. ამ შეთავაზებით “ევროპა-ბეთი” უკვე სათამაშო სივრცეში სრულ მომსახურებას ფლობს.
საფონდო ბირჟის ფსონები საინტერესო პროდუქტია არა მხოლოდ მათთვის, ვისაც ამ სფეროში გარკვეული გამოცდილება აქვს, არამედ მათთვისაც, ვინც არ არის აქტიური მოთამაშე, მაგრამ შეუძლია ანალიზის საფუძველზე გააკეთოს პროგნოზი ვალუტის კურსების, კომპანიათა აქციების, ნედლეულისა და ა.შ. ფასთა ცვალებადობის შესახებ. პროდუქტის ბინარული ოფციები არის მრავალფეროვანი, მომხმარებელს პროგნოზირებისას აქვს თავისუფალი ლავირების საშუალება, დროის მონაკვეთისა თუ აქტივის განსაზღვრისთვის და უმოკლეს ვადაში იღებს შედეგს. აქ არ არის საჭირო სიზუსტე, მთავარია მომხმარებელმა გამოიცნოს შერჩეული აქტივის საბაზრო ღირებულება გაიზრდება თუ დაეცემა, მის მიერვე განსაზღვრულ პერიოდში.
ეს უნიკალური პროდუქტი უზრუნველყოფილია მოქნილი და დინამიური ინტერფეისით, მოწოდებულია სამ ენაზე: ინგლისური, ქართული და რუსული; ასევე ფართო პროფილის ფუნქციებით, ინსტრუმენტებითა და ოფციების ტიპებით. გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ეს ფინანსური ინსტრუმენტები ყველაზე ეფექტურია ტრეიდერებს შორის და იძლევა მრავალფეროვანი კაპიტალდაბანდების სტრატეგიების განხორციელების საშუალებას.
საფონდო ბირჟის ფსონები არის მაქსიმალურად სრულყოფილი და სანდო პროდუქტი, რასაც განაპირობებს მისი მომწოდებელი, რომელიც წარმოადგენს გლობალურ ლიდერს ფინანსური ვაჭრობის ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში და სარგებლობს უკონკურენტო რეპუტაციით. ამ პროდუქტით “ევროპა-ბეთი” შევიდა მსოფლიო დონის კომპანიათა რიცხვში, როგორებიცაა: 888.com და Bet365; რომლებიც იგივე მომწოდებლის პროდუქტით სარგებლობენ უმსხვილეს ბაზრებზე.
“ევროპა-ბეთი” პირველივე დღიდან იქცა ერთ-ერთ წამყვან დამოუკიდებელ ონლაინ სათამაშო ორგანიზაციად საქართველოში. იგი მომხმარებელს სთავაზობს ფართო სპექტრის ონლაინ თამაშებს, ისეთებს როგორებიცაა: Sportbetting, Live კაზინო, ე.წ. რულეტკა, ბლექჯეკი, სლოტ ვიდეო და კლასიკური თამაშები. ბრენდი ინარჩუნებს მოწინავე პოზიციებს საქართველოში და მუდმივად ზრუნავს საკუთარი კლიენტების სათამაშო გამოცდილების განვითარებაზე.