QR-განაღდება ინოვაციური, სწრაფი და კომფორტული სერვისია, რომლითაც დღეს უკვე ქართველი მომხმარებელიც სარგებლობს. თანხის უბარათოდ განაღდების სერვისი ქვეყნის მასშტაბით betlive.com-ისა და UniPay-ის თანამშრომლობის შედეგად გახდა ხელმისაწვდომი და მისი მარტივი, სწრაფი და დაცული ბუნებიდან გამომდინარე, პოპულარობაც მალევე მოიპოვა.
“ჩვენი მთავარი მიზანი იყო, ჩვენს მომხმარებლებს ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ადგილიდან, ნებისმიერი არხით შეძლებოდათ კომფორტულად თანხის განაღდება – მხოლოდ მობილური ტელეფონის საშუალებით. ვთვლით, რომ ამ კონკრეტული ცვლილებით, ძალიან დიდ კომფორტს შევუქმნით იმ მომხმარებლებს, რომლებსაც პირობითად ბარათი ეკარგებათ, პინი ავიწყდებათ ან ბარათი უზიანდებათ” – ამბობს betlive.com-ის ბიზნესის განვითარების დირექტორი გუკა თოფურიძე.
ბანკომატიდან თანხის QR-განაღდებით მიღება ძალიან მარტივია და რეალურად, სულ რამდენიმე საფეხურს მოიცავს: შედიხართ betlive.com-ზე მობილური ვერსიიდან, შეგყავთ თქვენი მომხმარებლის სახელი და პაროლი, ზედა მარჯვენა კუთხეში აჭერთ თითს QR ღილაკს და თქვენი მობილურის ეკრანზე ჩნდება ჩარჩო. შემდეგ, ჩარჩოში ათავსებთ ბანკომატის ეკრანზე არსებულ QR–ვიზუალს, ბანკომატში შეგყავთ პინ კოდი და ითხოვთ სასურველ თანხას. QR-განაღდების საკომისიო 0%-ია, რაც იმას ნიშნავს, რომ სერვისით სარგებლობისთვის დამატებითი თანხის გადახდა არ მოგიწევთ.
თუმცა, იმისთვის რომ ეს ყველაფერი შეძლოთ, betlive.com-ზე უნდა იყოთ იდენტიფიცირებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთხელ მაინც უნდა გქონდეთ რომელიმე ბანკის ან UniPAY-ის სალაროდან ბალანსზე შემოტანილი ან განაღდებული თანხა – ამ შემთხვევაში ავტომატურად გაგიაქტიურდებათ QR ღილაკი.
“სერვისით სარგებლობა არის მაქსიმალურად უსაფრთხო” – განმარტავს UniPay–ის გენერალური დირექტორი კობა ქურდაძე: “სმარტფონების მომხმარებლების უმეტესობა ეკრანის განბლოკვისთვის იყენებს თითის ანაბეჭდს, პასკოდს ან სახის ბიომეტრიულ დაცვას – ეს არის დაცვის პირველი შრე. ამასთან, როდესაც QR განაღდების გამოყენება გვსურს, შევდივართ betlive-ის მობილურ ვერსიაში, სადაც მომხმარებლის სახელისა და პაროლის შეყვანაა საჭირო – ეს უკვე უსაფრთხოების მეორე პარამეტრია”.
ამ პარამეტრების გამო, QR განაღდება პლასტიკური ბარათით განაღდებაზე უფრო უსაფრთხოდ ითვლება. “პლასტიკური ბარათი მესამე პირებისთვის არის მარტივად ხელმისაწვდომი – შეიძლება ბარათი დაიკარგოს, მას ფოტო გადაუღონ, დაიმახსოვრონ CVC კოდი და ა.შ. ამის საპირისპიროდ, პრაქტიკულად გამორიცხულია მობილურის კოდის ცოდნა, სახის ბიომეტრიული დაცვის რაიმე გზით გატეხვა, თითის ანაბეჭდის დუბლირება და ა.შ.” – ამბობს კობა ქურდაძე.
QR განაღდების სერვისი 3 დიდი სექტორის კოლაბორაციისა და პარტნიორული თავსებადობის შედეგია. “სათამაშო სფერო (betlive), ფინტექი-ელექტრონული საფულე (UniPAY) და ბანკი – სწორედ ამ სამეულის თანამშრომლობაა მაქსიმალური დაცულობისა და სერვისის მომხმარებელზე მორგების გარანტია. ეს არის სინერგია, სადაც ტექნოლოგიურ სფეროში გამოცდილი კომპანიები არიან გაერთიანებულები”– ამბობს betlive.com–ის ბიზნესის განვითარების დირექტორი გუკა თოფურიძე.
პროექტის ავტორებისა და განმახორციელებლების შეფასებით, QR განაღდების ქცევა ჯერ კიდევ ახალია, თუმცა მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ შეიქმნა ინოვაციური პროდუქტი, რომელიც ამარტივებს გზას თანხის გასანაღდებლად და აკმაყოფილებს სამ მთავარ სტანდარტს. ესენია: სანდოობა – მომხმარებლის ფული ყოველთვის დაცულია; უსაფრთხოება – ბალანსზე წვდომა მესამე პირისთვის ყოველთვის მაქსიმალურად შეზღუდულია და ხელმისაწვდომობა – მომხმარებელს ნებისმიერ დროს, შეუძლია მივიდეს ბანკომატთან და ყოველგვარი ბარათის და სხვა დამატებითი საბუთების გარეშე, ბალანსზე არსებული თანხა გაანაღდოს.
დღეს QR განაღდებით სარგებლობა შესაძლებელია TBC ბანკის ბანკომატების საშუალებით, თუმცა betlive.com–ის ამ მიმართულებით დიდი გეგმები აქვს. როგორც გუკა თოფურიძე ამბობს, დეკემბრის დასაწყისში მომხმარებლებს საქართველოს ბანკის ბანკომატებიდან მომსახურებასაც შეთავაზებენ, ხოლო ლიბერთი ბანკთან მიმდინარე მოლაპარაკებები აჩვენებს, რომ სერვისი აქ ხელმისაწვდომი მაქსიმუმ 2020 წლის პირველ კვარტალში უკვე ხელმისაწვდომი იქნება.