პრეზიდენტი: „არავინაა ისეთი, ვისაც უნდა გადავაყოლოთ ჩვენი მომავალი...მათ შორის არც ივანიშვილი“

პრეზიდენტი: „არავინაა ისეთი, ვისაც უნდა გადავაყოლოთ ჩვენი მომავალი...მათ შორის არც ივანიშვილი“

საქართველოს პრეზიდენტმა სპეციალური განცხადება გააკეთა.

სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ მას საქართველოს მთავრობამ ევროკავშირის ქვეყნებში დარჩენილი ვიზიტები გაუუქმა და მოგზაურობის საშუალება არ მისცა. ამასთანავე, აღნიშნა, რომ საქართველოს ევროპული გზის პროცესი არ უნდა გადაჰყვეს არავის, მათ შორის არც მიხეილ სააკაშვილს, არც ნიკა გვარამიას თუ ბიძინა ივანიშვილს.

„ჩამოვედი [ბრიუსელში] იმისთვის, რომ ბოლო ძალისხმევა არ დამეშურებინა აქ, ევროკავშირის ხელმძღვანელობასთან ჩვენი კანდიდატურის მხარდასაჭერად.

სამწუხაროდ, ისეთი რეზოლუცია იქნა მიღებული და კიდევ უფრო სამწუხაროდ, ამ რეზოლუციას მოჰყვა ისეთი კომენტარები სახელისუფლებო გუნდიდან, რომელიც არ მაძლევს საშუალებას, ეფექტურად დავიცვა ჩვენი კანდიდატურა დღეს.

მე მინდოდა ჩასვლა საფრანგეთში, პოლონეთში და შესაძლებელია, უკრაინაშიც, რომლის მადლიერიც უნდა ვიყოთ. მაგრამ, კვლავ მივიღე უარი ამ მოგზაურობაზე, მე თვითონაც, ამ უარის შემდეგ, რადგანაც მითხრეს, თურმე მთავრობამ უკვე ყველაფერი გააკეთა ჩვენი კანდიდატურის მხარდასაჭერად და აღარ იყო საჭირო ზედმეტი აქტიურობა, ჩავთვალე, რომ ალბათ არ არის მიზანშეწონილი. ეს არ არის ის საქმე, სადაც მე შემიძლია მარტომ გადავარჩინო მთლიანად მთავრობის უმოქმედობა.

მე ვთვლი, რომ ვარ პასუხისმგებელი კონსტიტუციის წინაშე, რამეთუ 78-ე მუხლი მავალდებულებს გავაკეთო ყველაფერი, რაც შესაძლებელია, რათა წინ წავწიო ეს პროცესი. მე არ მჯერა, რომ რაიმე სხვა მომავალი არსებობს საქართველოსთვის თუ არა ევროპული მომავალი. მე არ მიმაჩნია, რომ არსებობს ვინმე, ვინც არის ისეთი, ვისაც უნდა გადავყვეთ ამ პროცესში წინ წასვლაზე – არც სააკაშვილს, არც გვარამიას და არც ბიძინა ივანიშვილს. არავინ არ ღირს იმის ფასად, რომ ჩვენი ბავშვების მომავალი არ დავიცვათ. ვბრუნდები საქართველოში და აქ დავიცავ ამ მომავალს“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *