PSG-ის მოთამაშეები ლიგა 1-ის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელების სიის ტოპ-14 პოზიციას იკავებენ

PSG-ის მოთამაშეები ლიგა 1-ის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელების სიის ტოპ-14 პოზიციას იკავებენ

გამოცემა L’Equipe-მა საფრანგეთის უმაღლესი საფეხბურთო ლიგის, ლიგა 1-ის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელების ჩამონათვალი გამოაქვეყნა. აღსანიშნავია, რომ რეიტინგში ტოპ-14 პოზიციას საფეხბურთო კლუბ პარი სენ-ჟერმენის მოთამაშეები იკავებენ.

ბრაზილიელი ვარსკვლავი, ნეიმარი, რომელიც PSG-ში ესპანური გრანდიდან, Barcelona-დან 2017 წლის აგვისტოში 222 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადაბარგდა, კვლავ დივიზიონის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია. ის თვეში 4 მილიონ ევროზე მეტს იღებს, რაც წელიწადში ჯამში 49 მილიონ ევროს შეადგენს.

ჩამონათვალში მეორე პოზიციაზეა 34 წლის არგენტინელი, ლიონელ მესი, რომელიც პარი სენ-ჟერმენს, „ბარსელონასთან“ ემოციური განშორების შემდეგ, გასულ ზაფხულს შეუერთდა. ერთ დროს მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი ამჟამად წელიწადში 40 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

კილიან მბაპე, რომელიც მიმდინარე სეზონში PSG-ის უდავოდ საუკეთესო მოთამაშეა, რეიტინგში მხოლოდ მე-3 ადგილს სჯერდება. 23 წლის ფეხბურთელი, რომელსაც ფრანგულ კლუბთან კონტრაქტი რამდენიმე თვეში ეწურება, წელიწადში თითქმის 26.7 მილიონ ევროს იღებს. მოსალოდნელია, რომ კონტრაქტის ვადის ამოწურვის შემდეგ მბაპე პარი სენ-ჟერმენს დატოვებს. ის თავისუფალი აგენტის სტატუსით, დიდი ალბათობით, მადრიდის „რეალს“ შეუერთდება.

რეიტინგის ტოპ-5-ეულში მოხვდნენ PSG-ის 27 წლის ბრაზილიელი მცველი მარკინოსი და მისი თანაგუნდელი, 29 წლის იტალიელი ნახევარმცველი მარკო ვერატი. ორივე ფეხბურთელის ყოველწლიური ხელფასი 14.4 მილიონ ევროს შეადგენს. რაც შეეხება რეიტინგის პირველ ათეულს, იქ ასევე მოხვდნენ მაროკოელი აშრაფ ჰაკიმი, კოსტა-რიკელი კეილორ ნავასი, არგენტინელი ანხელ დი მარია, ნიდერლანდელი ჯორჯინიო ვეინალდუმი და იტალიელი ჯანლუიჯი დონარუმა.

L’Equipe-ის მიერ გამოქვეყნებული ლიგა 1-ის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელების სრული რეიტინგი, რომელიც 30 მოთამაშეს აერთიანებს, წლიური ხელფასების მიხედვით შემდეგნაირად გამოიყურება:

  1. ნეიმარი (PSG) – 49 მილიონი ევრო
  2. მესი (PSG) – 40 მილიონი ევრო
  3. მბაპე (PSG) – 26.7 მილიონი ევრო
  4. მარკინოსი (PSG) – 14.4 მილიონი ევრო
  5. მარკო ვერატი (PSG) – 14.4 მილიონი ევრო
  6. აშრაფ ჰაკიმი – (PSG) – 12 მილიონი ევრო
  7. კეილორ ნავასი (PSG) – 12 მილიონი ევრო
  8. ანხელ დი მარია (PSG) – 11.4 მილიონი ევრო
  9. ჯორჯინიო ვეინალდუმი (PSG) – 10.9 მილიონი ევრო
  10. ჯანლუიჯი დონარუმა (PSG) – 10.9 მილიონი ევრო
  11. მაურო იკარდი (PSG) – 9.6 მილიონი ევრო
  12. სერხიო რამოსი (PSG) – 9.5 მილიონი ევრო
  13. ლეანდრო პარედესი (PSG) – 9 მილიონი ევრო
  14. ხუან ბერნატი (PSG) – 8.8 მილიონი ევრო
  15. ვისამ ბენ იედერი (Monaco) – 7.8 მილიონი ევრო
  16. ანდერ ერერა (PSG) 7.8 მილიონი ევრო
  17. პრესნელ კიმპემბე (PSG) – 7.7 მილიონი ევრო
  18. სესკ ფაბრეგასი (Monaco) – 7.2 მილიონი ევრო
  19. ჯულიან დრაქსლერი (PSG) – 6.7 მილიონი ევრო
  20. ლაივინ კურზავა (PSG) – 6 მილიონი ევრო
  21. იდრისა გეიე (PSG) – 6 მილიონი ევრო
  22. აბდუ დიალო (PSG) – 5.4 მილიონი ევრო
  23. თილო კერერი (PSG) – 4.9 მილიონი ევრო
  24. ბაკამბუ (Marseille) – 4.8 მილიონი ევრო
  25. არკადიუშ მილიკი (Marseille) – 4.8 მილიონი ევრო
  26. ალექსანდერ ნიუბელი (Monaco) – 4.8 მილიონი ევრო
  27. ტანგი ნდომბელე (Lyon) – 4.2 მილიონი ევრო
  28. ჟერომ ბოატენგი (Lyon) – 4.2 მილიონი ევრო
  29. დიმიტრი პაიე (Marseille) – 4.2 მილიონი ევრო
  30. რენატუ სანჩესი (Lille) – 4 მილიონი ევრო
დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *