პუტინმა უკრაინის 4 ოლქის რუსეთისთვის მიერთებას ხელი მოაწერა

პუტინმა უკრაინის 4 ოლქის რუსეთისთვის მიერთებას ხელი მოაწერა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა და დე-ფაქტო დონეცკისა და ლუგანსკის, ასევე ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების ხელმძღვანელებმა, რუსეთის მიერ ამ რეგიონების ანექსიის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს.

შეთანხმების გაფორმებამდე პუტინი საზოგადოების წინაშე სიტყვით წარდგა და განაცხადა, რომ ის თავის მიწებს დაიცავს. „ადამიანები, რომლებიც ლუგანსკის, დონეცკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში ცხოვრობენ, სამუდამოდ ჩვენს მოქალაქეებად იქცევიან“, – განაცხადა პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტმა დანგრეული ქალაქების, სოფლების და შენობა-ნაგებობების აღდგენის პირობა დადო. პუტინმა უკრაინას ცეცხლის შეწყვეტისა და მოლაპარაკებებისკენ მოუწოდა.

„მოვუწოდებთ ოფიციალურ კიევს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ცეცხლი, ყველა საბრძოლო მოქმედება, ის ომი, რომელიც მან ჯერ კიდევ 2014 წელს წამოიწყო და მოლაპარაკებების მაგიდას დაუბრუნდეს. ჩვენ ამისთვის მზად ვართ და ამის შესახებ არაერთხელ გვითქვამს. მაგრამ ლუგანსკის, დონეცკის, ხერსონის მოსახლეობის არჩევანი განხილვას არ ექვემდებარება, ის გაკეთებულია. ოფიციალური კიევი ამ თავისუფალი ნების გამოვლინებას პატივისცემით უნდა მოეკიდოს. მხოლოდ ასეთი შეიძლება იყოს მშვიდობისკენ გზა“, – განაცხადა პუტინმა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *