საქართველოში მოქმედმა ბანკებმა 2022 წლის 11 თვეში 1.97 მილიარდი ლარის წმინდა მოგება გამოიმუშავეს. ფინანსური ანგარიშგებების თანახმად, სექტორის მთლიანი მოგების 88% ქვეყნის ორ უმსხვილეს ბანკზე – “თიბისისა” და “საქართველოზე” მოდის. მათ შორის პირველ ადგილზეა “თიბისი” 934 მილიონის მოგებით, მეორეზე კი “საქართველოს ბანკი” 826 მილიონის მოგებით.
მესამე ადგილს “ლიბერთი ბანკი” იკავებს, რომელმაც წელს უკვე 61 მილიონის წმინდა მოგება გამოიმუშავა.
ბანკების 2022 წლის 11 თვის წმინდა მოგება:
• თიბისი ბანკი – 933.6 მლნ ლარი
• საქართველოს ბანკი – 825.5 მლნ ლარი
• ლიბერთი ბანკი – 60.5 მლნ ლარი
• ბაზის ბანკი – 52.2 მლნ ლარი
• პროკრედიტ ბანკი – 44.5 მლნ ლარი
• ქართუ ბანკი – 34.7 მლნ ლარი
• ტერა ბანკი – 32.9 მლნ ლარი
• კრედო ბანკი – 29.6 მლნ ლარი
• იშ ბანკი – 17.4 მლნ ლარი
• ხალიკ ბანკი – 11.8 მლნ ლარი
• ზირაათ ბანკი – 6.6 მლნ ლარი
• პაშა ბანკი – -2 მლნ ლარის ზარალი
• სილქ ბანკი -2.7 მლნ ლარის ზარალი
• ვითიბი ბანკი – -72.6 მლნ ლარის ზარალი
11 თვის კონსოლიდირებული მონაცემებით, ბაზარზე მოქმედი 14 კომერციული ბანკიდან ზარალზე 3 ბანკია, მათ შორის, ყველაზე დიდი ზარალი აქვს სანქცირებული VTB-ის ქართულ შვილობილს – „ვითიბი ბანკ ჯორჯიას“. იანვარ-ნოემბერი „ვითიბიმ“ 72-მილიონიანი ზარალით დახურა.
11 თვის მოგებიდან საბანკო სექტორი ბიუჯეტში მოგების გადასახადის სახით 305.9 მლნ ლარს გადაიხდის. აღსანიშნია, რომ მოგების გადასახადით დაბეგვრის რეჟიმი 2023 წლიდან ბანკებისთვის შეიცვლება. დივიდენდის გადასახადი ნულდება. მოგების გადასახადი კი, 15-დან 20%-მდე იზრდება. ასევე ერთჯერადად, 2023 წელს გაიზრდება მოგების გადასახადით დასაბეგრი ბაზა.