ქართული ღვინის ტოპ-5 ექსპორტიორი ქვეყანა 2023 წელს

ქართული ღვინის ტოპ-5 ექსპორტიორი ქვეყანა 2023 წელს

თიბისი კაპიტალმა ალკოჰოლური სასმელების სექტორის შესახებ კვლევა გამოაქვეყნა. მასზე დაყრდნობით, 2023 წლის პირველ ნახევარში ქართული ღვინის ექსპორტის ღირებულება, გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 25%-ით გაიზარდა.

უფრო კონკრეტულად, იანვარში წლიურ ჭრილში ექსპორტი 4%-ით გაიზარდა და 15.1 მილიონი ლარი შეადგინა, თებერვალში ზრდის მაჩვენებელი უცვლელი დარჩა და ექსპორტირებული ღვინის მთლიანი ღირებულება 18.2 მილიონ ლარს გაუტოლდა. ექსპორტის მაჩვენებელი მკვეთრად, 72%-ით გაიზარდა მარტში და 21.6 მილიონ ლარს მიაღწია. აპრილში წლიურმა ზრდამ 52% შეადგინა, ექსპორტირებული ღვინის ღირებულებამ კი 21.7 მილიონი ლარი. რაც შეეხება მაისსა და ივნისს, პირველ შემთხვევაში ექსპორტი 29%-ით, მეორე შემთხვევაში კი 13%-ით გაიზარდა. მაისში ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 24.6 მილიონ ლარს გაუტოლდა, ივნისში კი ამ მაჩვენებელმა 22.2 მილიონი ლარი შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ 2023 წლის პირველ ექვს თვეში დაფიქსირებული შედეგების მიხედვით, ქართული ღვინის 65% რუსეთის ბაზარზე გავიდა.

ქართული ღვინის ტოპ-5 ექსპორტიორი ქვეყანა 2023 წლის I ნახევარში

რუსეთი 65%

პოლონეთი 5%

უკრაინა 5%

ჩინეთი 5%

ყაზახეთი 4%

სხვა 16%