ქართული ფინტექ სტარტაპი Payze ამერიკული Y Combinator-ის საზაფხულო პროგრამაში მოხვდა

ქართული ფინტექ სტარტაპი Payze ამერიკული Y Combinator-ის საზაფხულო პროგრამაში მოხვდა

ქართული ფინტექ სტარტაპი Payze წამყვანი ამერიკული აქსელერატორის, Y Combinator-ის 2021 წლის საზაფხულო პროგრამაში მოხვდა, – ამის შესახებ Payze-ს თანადამფუძნებელი, გიორგი წურწუმია LinkedIn-ზე წერს. Y Combinator-ის ამ საზაფხულო პროგრამაში 16 ათასზე მეტი სტარტაპი მონაწილეობს. აღსანიშნავია, რომ Payze პირველი ქართული სტარტაპია, რომელიც ამ პროგრამაში მიიღებს მონაწილეობს.

„ჯერ კიდევ პირველი დღეებიდან, მე და კახა (ვახტანგ) გელაშვილი შთაგონებას Y Combinator-ის სხვადასხვა სტარტაპებისგან ვიღებდით, იქნებოდა ეს Airbnb – მათი წმინდა პრინციპებისა და იდეალური პრეზენტაციების გამო; Stripe – მათი განსაკუთრებულად იდეალური პროდუქტისა და დოკუმენტაციის გამო; პოლ გრემის ესეები, რომელთაც ვკითხულობდით, როცა თავს ჩიხში ამოვყოფდით ან ვფიქრობდით, თუ როგორ დაწერა Dropbox-მა იდეალური აპლიკაცია Y Combinator-ისთვის“, – წერს გიორგი წურწუმია – „Y Combinator-ის კომუნაში განსაკუთრებულად მეგობრული სულისკვეთება იგრძნობა და იმედი გვაქვს, რომ ჩვენს რეგიონში მათი გამოჩენის კატალიზატორად ვიქცევით და თან, ყველაზე ინკლუზიური პლატფორმა გავხდებით პოსტ-საბჭოთა სივრცეში და მას გარეთ არსებული ნებისმიერი ბიზნესისთვის“.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *