ევროკრედიტში ფინტექ მიმართულების განვითარება არა სამომავლო გეგმა, არამედ მიმდინარე პროცესია. კომპანიამ ციფრული ტრანსფორმაციას საფუძველი 2018 წელს დაუდო, პანდემიის პერიოდში კი ეს პროცესი კიდევ უფრო დაჩქარდა. დღეს ევროკრედიტის მიზანი ყველა პროდუქტისა და საოპერაციო პროცესის სრული გაციფრულებაა, რაც თანამედროვე ფინანსურ სამყაროში აუცილებლობად იქცა.
ავტორი: კახი ჩაკვეტაძე
ქართული ფინანსური სექტორი ტრადიციული, ფილიალზე დაფუძნებული მომსახურებიდან ციფრულ, დისტანციურ და ავტომატიზებულ სერვისებზე სწრაფად გადადის. ტრადიციულ მოდელში მომხმარებლისთვის ყველაზე დიდ ბარიერი ფილიალებში ვიზიტი, რიგში დგომა, დოკუმენტაციასთან დაკავშირებული ბიუროკრატია, ავტომობილის ხელახალი შეფასება თუ სესხის დამტკიცების ხანგრძლივი პროცესია. ევროკრედიტის ტექნოლოგიური გარდაქმნის მთავარი მოტივაცია კი სწორედ ამ ბარიერების შემცირება და მომხმარებლის გამოცდილების ფუნდამენტური გაუმჯობესება გახდა.
ციფრული ტრანსფორმაცია ერთჯერადი პროექტი არ ყოფილა და კომპანიამ რამდენიმე მნიშვნელოვანი ეტაპი გაიარა. 2021 წელს მომხმარებელს ავტო სესხის დისტანციურად განაცხადის მიღება შესთავაზეს, 2022 წლიდან კი დაიწყო სისტემური ფინტექ-ტრანსფორმაცია, რაც შიდა საოპერაციო პროცესების ავტომატიზაციასა გულისხმობდა.

ტექნოლოგიურ გარდაქმნას მასშტაბური ორგანიზაციული ცვლილებებიც მოჰყვა, საკრედიტო პროცესები უფრო ცენტრალიზებული, რუტინული ოპერაციების ნაწილი კი ავტომატიზებული გახდა. მაგალითად, თუ ადრე დეპარტამენტებს შორის ინფორმაციის გადაგზავნას თანამშრომელი ახორციელებდა, დღეს ეს პროცესი ავტომატურად მიმდინარეობს.
“ტექნოლოგიამ შესაძლებელი გახადა თანამშრომლების სამუშაო რესურსის რუტინული ოპერაციებიდან სხვა ღირებულების საქმიანობაზე გადატანა. მნიშვნელოვანია, რომ ავტომატიზაციით გათავისუფლებული დრო თანამშრომელმა უფრო შემოქმედებით და ღირებულების შემქმნელ სამუშაოს მოახმაროს”, – განმარტავს ევროკრედიტის დირექტორი, მიხეილ ნონიკაშვილი.
2023-2025 წლები ციფრული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების პერიოდი იყო. ამ ეტაპზე ცვლილებები ცალკეულ პროდუქტებს გასცდა და მიზნად მთლიანი ეკოსისტემის გაციფრულებას ისახავდა. პარალელურად დაიწყო მუშაობა სრულად ციფრული რეფინანსირების პროდუქტზე, რამაც არსებულ მომხმარებლებს საშუალება მისცა, ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ სესხი ავტომატურ რეჟიმში მიეღოთ.

მნიშვნელოვანი სტრატეგიული ცვლილება იყო ისიც, რომ თუ ადრე მსგავსი სერვისები პარტნიორი კომპანიების ჩართულობით არსებობდა, ახალი ხედვით, პროცესი მესამე მხარის გარეშე, უშუალოდ ევროკრედიტის საკუთარ პლატფორმაზე გადავიდა. 2026 წლის აპრილში კომპანიამ ბაზარს სრულად ციფრული ავტო სესხი წარუდგინა, სადაც განაცხადის შევსება, ავტომობილის მონაცემებისა და ფოტოების ატვირთვა და საბოლოო გადაწყვეტილების მიღება სრულად ონლაინ ხდება.
შიდა პროცესების გადაწყობასთან ერთად, მნიშვნელოვანი იყო ბაზრისა და მომხმარებლის მზაობაც ახალი მოდელის მისაღებად.
“ტექნოლოგიის დანერგვასთან ერთად, ციფრული ტრანსფორმაციის დროს მთავარი გამოწვევა ორგანიზაციის ცვლილებაც იყო. ტრადიციული გამოცდილებიდან სრულად ციფრულ მომსახურებაზე გადასვლა გამოწვევა იყო მომხმარებლისთვისაც. უნდა დაგვემტკიცებინა, რომ ფინანსური პროდუქტის სრულად ონლაინ მიღება არა მხოლოდ კომფორტული, არამედ უსაფრთხოცაა”, – აღნიშნავს მიხეილ ნონიკაშვილი.

განხორციელებული ცვლილებებით პროცესების მნიშვნელოვანი დაჩქარება, ქაღალდზე დამოკიდებულების შემცირება, შიდა რესურსის დაზოგვა და კომპანიის ფინანსური მაჩვენებლების გაუმჯობესება გახდა შესაძლებელი. მომხმარებლის მოთხოვნებზე მორგებული სისტემით, შეიქმნა შესაძლებლობა, ადამიანებმა ნებისმიერი ადგილიდან, ზედმეტი ბიუროკრატიის გარეშე ისარგებლონ სასურველი ფინანსური სერვისით.
“ქართული ფინანსური სექტორის გაციფრულების პროცესში საკუთარ როლს ვხედავთ როგორც ფინტექ–ტრანსფორმაციის აქტიურ მონაწილეს. ვცდილობთ, კონკურენცია გავუწიოთ ბაზრის დიდ მოთამაშეებს არა მასშტაბით, არამედ სიმარტივით, მოქნილობით, სწრაფი მომსახურებითა და მომხმარებლისთვის ბარიერების შემცირებით”, – ამბობს მიხეილ ნონიკაშვილი.
მომდევნო 2-3 წლის განავლობაში კომპანიის სტრატეგიული მიზანი არსებული მიკროსაფინანსო ქსელის თანამედროვე, ტექნოლოგიურ და მომხმარებელზე ორიენტირებულ ფინანსურ ეკოსისტემად საბოლოო გარდაქმნაა. რებრენდინგი და ფილიალების გაფართოება ზრდის ხელმისაწვდომობას, ხოლო გაციფრულება ამცირებს მომსახურების ღირებულებას. ევროკრედიტში სჯერათ, რომ ფინტექი უკვე მომავლის მიმართულება კი არა, ფინანსური სექტორის დღევანდელი რეალობაა და სწორედ ამიტომ გადადის კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე.













