ყველაზე მაღალი ინფლაციის მქონე ქვეყნები

ყველაზე მაღალი ინფლაციის მქონე ქვეყნები

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, 2015 წელს ყველაზე მაღალი ინფლაცია ვენესუელაში დაფიქსირდა, სამომხმარებლო პროდუქცია 180%-ით გაძვირდა. შემდეგ მოდის სამხრეთ სუდანი 110%-იანი ინფლაციით. უკრაინა მესამეზეა 43%-იანი ინფლაციით. ჯამში, სავალუტო ფონდის წევრი 189 ქვეყნიდან 40 ქვეყანაში ფასების დონე შემცირდა, ხოლო 149-ში გაიზარდა.

ყველაზე მაღალი დეფლაცია მარშალის კუნძულებზე დაფიქსირდა, სამომხმარებლო პროდუქცია 4%-ით გაიაფდა. ლიბანში ფასები 3.4%-ით შემცირდა, ხოლო მავრიტანიაში 2.8%-ით.

საქართველოში 2015 წელს ინფლაციამ 4.9% შეადგინა და აღნიშნული მაჩვენებლით მსოფლიოში 138-ე ადგილზეა (უფრო დაბალი ინფლაცია 137 ქვეყანაში დაფიქსირდა).

ცხრილი – ყველაზე მაღალი ინფლაციის მქონე ქვეყნები 2015 წელს

ქვეყანა

ინფლაციის დონე, %

ვენესუელა

180.9

სამხრეთ სუდანი

109.9

უკრაინა

43.3

სურინამი

25.0

მალავი

24.9

ზამბია

21.1

იემენი

20.0

განა

17.7

ანგოლა

14.3

მოლდავეთი

13.5