დადასტურებულია Grant Thornton-ისა და Ebit Group-ის მიერ.
საქართველო კერძო სექტორის გამჭვირვალობის ზრდის თვალსაზრისით ერთ-ერთ ყველაზე დიდ რეფორმას გადის – კომპანიებს, რომლებიც შესაბამის კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ, საკუთარი აუდიტორული ანგარიშების საჯაროდ გამოქვეყნების ვალდებულება დაეკისრათ. რეფორმის შედეგად, ასობით კომპანიამ, მსხვილმა თუ საშუალომ, საკუთარი წლიური შედეგები გაასაჯაროვა. ამან კი, თავის მხრივ, აუდიტორების მომსახურებაზე მოთხოვნა გაზარდა.
ფინანსური გამჭვირვალობის სტანდარტების დაკმაყოფილება და საკუთარი შემოსავლების გამოქვეყნების ვალდებულება თავად აუდიტორულ კომპანიებსაც აქვთ. მათ მიერ წარდგენილი მონაცემების მიხედვით, ყველაზე შემოსავლიანი აუდიტორული კომპანიების სიის სათავეში საერთაშორისო ბრენდები დომინირებენ.
აუდიტორული კომპანიები შემოსავალს სხვადასხვა წყაროდან იღებენ. ესაა კლიენტებისთვის კონსულტაციების გაწევა, კვლევების მომზადება და სხვა. წარმოგიდგენთ ამ კომპანიების მიერ მათი რეგულატორისთვის – ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის რეგულირების სამსახურისთვის – წარდგენილ, უშუალოდ ფინანსური აუდიტების მომზადებიდან მიღებული შემოსავლის რეიტინგს.
15 უმსხვილესი აუდიტორული ფირმის ჯამური შემოსავალი გასულ წელს 43 მილიონი ლარი იყო, რაც 2018 წელთან შედარებით 5.6 მილიონი ლარით, ანუ 14.9%-ით მეტი იყო.