რა არის აუქციონი?

რა არის აუქციონი?

აუქციონი (ინგლისურად Auction) არის ხელოვნების ნიმუშების, ქონების, ფასიანი ქაღალდების ან ნებისმიერი სხვა საქონლის ან მომსახურების საჯაროდ გაყიდვის პროცესი, როდესაც რამდენიმე მყიდველი ეჯიბრება ერთმანეთს ფასის მიხედვით. სიტყვა „auction“ მომდინარეობს ლათინური სიტყვიდან „augeō“, რაც ნიშნავს „მე ვზრდი“.

აუქციონი შესაძლოა ჩატარდეს წინასწარ დათქმული პირობების გარეშე ან პირობებით. ტრადიციული აუქციონის სახეობა არის, როდესაც გასაყიდად გამოტანილ ნივთს ან სხვა არამატერიალურ სიმდიდრეს იძენს ის, ვინც ყველაზე მეტ ფასს გადაიხდის. არსებობს ე.წ. „ჰოლანდიური აუქციონი“, სადაც პირიქით, ჯერ სახელდება მაღალი ფასი და მერე იკლებს. გამარჯვებული ის არის, ვინც პირველი იტყვის, რომ ყიდულობს.

ყველაზე ცნობილი აუქციონებია Christie’s-ისა და Sotheby’s-ის აუქციონები, სადაც ძირითადად ხელოვნების ნიმუშები იყიდება.