რა არის აუტსორსინგი?

რა არის აუტსორსინგი?

აუტსორსინგი (ინგლისურად Outsourcing) არის კომპანიის მუშაობისთვის საჭირო მომსახურების სხვა კომპანიისგან ან ფიზიკური პირისგან შესყიდვა. მაგალითად, კომპანიას შესაძლოა არ ჰქონდეს თავისი საინფორმაციო ტექნოლოგიების (IT) ან მარკეტინგის სამსახური და ამ მომსახურებას უკვეთდეს სხვა კომპანიას. ამ პროცესს ჰქვია აუტსორსინგი – გარე რესურსებზე დამოკიდებულება.

აუტსორსინგს კომპანია ხარჯების შესამცირებლად და მომსახურების ხარისხის გასაუმჯობესებლად მიმართავს. აუტსორსინგს ძირითადად იყენებენ მეორადი, ადმინისტრაციული დანიშნულების მომსახურებაზე. შედეგად კომპანიას ჰყავს ნაკლები დასაქმებული, სჭირდება ნაკლები ფართი, ნაკლები საოფისე აღჭურვილობა. ამასთან ერთად მომსახურებას ყიდულობს სპეციალიზებული კომპანიებისგან და დიდია ალბათობა, რომ ეს მომსახურება მაღალი ხარისხის იქნება. მაგალითად, კომპანიას შეიძლება ჰქონდეს მარკეტინგის საკუთარი სამსახური, სადაც მარკეტოლოგებს ამუშავებს, მაგრამ ლოგიკურია, რომ შესაძლოა მარკეტინგის მომსახურების ყიდვა ჯობდეს სარეკლამო კომპანიისგან, რომელიც მხოლოდ ამ საქმიანობაზეა სპეციალიზებული. თუ ხარჯთეფექტიანობის კუთხით შევხედავთ, მაღალია ალბათობა, რომ აუტსორსინგი უფრო ეფექტიანი იყოს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *