რა არის Euribor?

რა არის Euribor?

Euribor (Euro Interbank Offered Rate) არის საორიენტაციო სარგებლის განაკვეთი, რომელსაც ფულის ბაზრის ევროპული ინსტიტუტი ყოველდღიურად აქვეყნებს. Euribor-ი ევროზონის ბანკების ერთმანეთთან ვაჭრობის შედეგად დგინდება, დღიური ვაჭრობის საშუალო შეწონილი კურსია. Euribor-ის დადგენაში მხოლოდ მოკლევადიანი სესხები იღებს მონაწილეობას.

Euribor-ი გახდა საბაზისო განაკვეთი ევროში გაცემული სესხების, ობლიგაციებისა და სხვა ფინანსური ინსტრუმენტების დროს. მისი მთავარი დანიშნულებაა, ბანკებმა ერთმანეთში ისესხონ ან გაასესხონ ჭარბი რეზერვები დროის მოკლე მონაკვეთში, სესხების ვადიანობა 1 კვირიდან 12 თვემდეა.

Euribor-ს იყენებენ ევროპული დონორი ორგანიზაციები, როდესაც სხვადასხვა ქვეყნის მთავრობებს სესხს აძლევენ. მაგალითად, საქართველოს მთავრობას ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან (EBRD) სესხი Euribor+ 1%-ით აქვს აღებული, ანუ სესხის განაკვეთი ფიქსირებული არ არის და Euribor-ის ცვლილების შესაბამისად გაიზრდება ან შემცირდება.