რა არის Libor?

რა არის Libor?

Libor (London Interbank Offered Rate) არის ლონდონის ბანკთაშორისი სესხების საშუალო შეწონილი განაკვეთი, რომელიც 1985 წლიდან 2023 წლის 30 ივნისამდე ყოველდღიურად განისაზღვრებოდა. Libor-ს იყენებენ მსოფლიოს მსხვილი ბანკები ერთმანეთში მოკლევადიანი სესხების გაცემის დროს. თუმცა Libor-მა ასევე დაიმკვიდრა თავი, როგორც საბაზისო განაკვეთმა მთავრობის სესხების, ობლიგაციებისა და სხვა ფინანსური ინსტრუმენტების შემთხვევაში. Libor-ის ცვლილება მსოფლიო მასშტაბით იწვევდა საპროცენტო განაკვეთების ცვლილებას. Libor-ის გამოყენებით 400 ტრილიონი დოლარის ხელშეკრულებებია გაფორმებული.

2023 წლის 30 ივნისიდან Libor-ის გამოქვეყნება შეწყდა და მას თანდათან ახალი ინსტრუმენტი SOFR (Secured Overnight Financing Rate) ჩაანაცვლებს.