რა არის განვითარებული ეკონომიკა?

რა არის განვითარებული ეკონომიკა?

განვითარებული ეკონომიკა (ინგლისურად Developed Economies) არის ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გამომხატველი ტერმინი. ამ ტერმინს ძირითადად საერთაშორისო ორგანიზაციები იყენებენ ქვეყნების დასაჯგუფებლად. საერთაშორისო სავალუტო ფონდის კლასიფიკაციით, განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყანაში ერთ მოსახლეზე საშუალო წლიური შემოსავალი სულ მცირე 20 ათასი დოლარია და შემოსავლის ძირითადი წყარო ბუნებრივი რესურსების ექსპორტი არ არის. კერძოდ, ექსპორტში ბუნებრივი რესურსების წილითუ 50%-ზე მაღალია, ითვლება, რომ ქვეყანა განვითარებადი ეკონომიკაა და არა განვითარებული. აქედან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, რომ ნავთობით მდიდარ არაბულ ქვეყნებში (მაგალითად, კატარი, ქუვეითი, საუდის არაბეთი) ერთ მოსახლეზე შემოსავალი მაღალია, ისინი განვითარებულ ეკონომიკებად არ მიიჩნევიან. 2023 წელს მსოფლიოში 40 განვითარებული ეკონომიკა იყო.