რა არის გაუნაწილებელი მოგება?

რა არის გაუნაწილებელი მოგება?

გაუნაწილებელი მოგება (ინგლისურად Undistributed Profit) არის კომპანიის მიერ დაგროვებული მოგება, რომელიც დივიდენდებად არ გაცემულა, ანუ კომპანიაში დარჩა. კომპანიაში გაუნაწილებელი მოგება წლების განმავლობაში გროვდება (თუ კომპანია ზარალზე არაა) და მისი ღირებულება შემდეგნაირად გამოიანგარიშება: წლის დასაწყისში არსებულ გაუნაწილებელ მოგებას ემატება წლის განმავლობაში მიღებული მოგება (თუ ზარალი დაფიქსირდა, აკლდება) და აკლდება გაცემული დივიდენდების მოცულობა. გაუნაწილებელი მოგება კომპანიის ფინანსური სიძლიერის შეფასების ერთ-ერთი ინდიკატორია.

მოგების რა ნაწილი გაიცემა დივიდენდებად და რა ნაწილი დარჩება გაუნაწილებელი მოგების სახით, ამას კომპანიის მენეჯმენტი წყვეტს. ხშირად, მენეჯმენტში კომპანიის მფლობელები ან აქციონერები არიან ჩართული და რეალურად წყვეტენ, მოგებიდან რა თანხა გაიტანონ და რა თანხა დაუტოვონ კომპანიას შემდეგი განვითარებისთვის. გაუნაწილებელი მოგება კომპანიისთვის სტრატეგიული ხარჯების დასაფინანსებლად გამოიყენება, მაგალითად, წარმოების ზრდისთვის, ახალი პროდუქტების შექმნისთვის, გაყიდვების არეალის გაფართოებისთვის და ა.შ.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *