რა არის ჰეჯირება?

რა არის ჰეჯირება?

ჰეჯირება (ინგლისურად Hedging) არის დაზღვევა მოსალოდნელი დანაკარგებისგან, ზარალისგან. მისი მიზანი – რისკის შემცირებაა. ჰეჯირება ძირითადად ფინანსურ ბაზრებზე გამოიყენება, როდესაც აქციების მფლობელები, ინვესტორები რისკებს ამცირებენ საინვესტიციო პორტფელის დივერსიფიკაციით ან ყიდულობენ ისეთ აქტივებს, რომელთა ფასი საინვესტიციო პორტფელის საწინააღმდეგოდ შეიცვლება. ჰეჯირება ხარჯიანი გადაწყვეტილებაა, მაგრამ როგორც დაზღვევის სხვა ფორმები, ისიც შესაძლო ზარალის მოცულობას ამცირებს.

ჰეჯირება აქტუალურია საგარეო ვაჭრობაშიც, როდესაც კომპანიას შემოსავალი ერთ ვალუტაში აქვს, ხარჯი კი მეორე ვალუტაში. ასეთ დროს კომპანიები ჰეჯირების მიზნით ხშირად ფორვარდულ კურსებს იყენებენ. სავალუტო ფორვარდული გარიგება შესაძლებლობას იძლევა, წინასწარ განსაზღვრული კურსით, სავალუტო გარიგება დღეს დაიდოს, ხოლო შესაბამისი ანგარიშსწორება მომავალში განხორციელდეს.

ჰეჯირების მომსახურების გასაწევად მსოფლიოში ჰეჯ-ფონდებია შექმნილი, რომლებიც კლიენტებს რისკების შემცირებას, ანუ ჰეჯირებას სთავაზობენ.