რა არის ინდივიდუალური მეწარმე?

რა არის ინდივიდუალური მეწარმე?

ინდივიდუალური მეწარმე (ინგლისურად Sole Proprietorship) არის საწარმოს (კომპანიის) ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა. ინდივიდუალური მეწარმე გულისხმობს, რომ ერთი ადამიანი ეწევა ბიზნესს. მას არა აქვს იურიდიული პირის სტატუსი, რჩება როგორც ფიზიკური პირი. ინდივიდუალური მეწარმის სტატუსი ფიზიკურ პირს ენიჭება მეწარმეთა რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან. ინდივიდუალური მეწარმე ვალდებულებების წინაშე პასუხს აგებს მთელი თავისი ქონებით (არა მხოლოდ საწარმოს ქონებით), თუ ინდივიდუალურ მეწარმესა და კრედიტორს შორის შეთანხმებით სხვა პირობები არ არის გათვალისწინებული. ინდივიდუალური მეწარმის სახელწოდება შესაძლებელია იყოს როგორც ინდივიდუალური მეწარმის სახელი და გვარი, ასევე სხვა სახელწოდება. ინდივიდუალურ მეწარმეს ბიზნესპარტნიორების ყოლა არ შეუძლია, ის ერთი ადამიანის კომპანიად უნდა დარჩეს.

ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრირება შედარებით ნაკლები ბიუროკრატიული პროცედურებით ხასიათდება. შესაბამისად, ის ფართოდ გავრცელებული სამართლებრივი ფორმაა. ინდივიდუალური მეწარმეები ხშირად სარგებლობენ საგადასახადო და სხვა შეღავათებით სახელმწიფოს მხრიდან, რაც ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრირების სტიმულს ზრდის.

 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *