რა არის ლარიზაცია?

რა არის ლარიზაცია?

ლარიზაცია (ინგლისურად Larization) არის საქართველოში ლარის გამოყენების წილი სხვა ვალუტებთან შედარებით. მაგალითად, საქართველოში კომერციულ ბანკებში განთავსებულ დეპოზიტებში ლარში განთავსებულ დეპოზიტებს 49% უჭირავს, ანუ ლარიზაცია 49%-ია. დეპოზიტების 51% უცხოურ ვალუტაშია განთავსებული. საქართველოში ბანკების მიერ გაცემულ სესხებში ლარიზაციის მაჩვენებელი, ანუ მთლიან სესხებში ლარში გაცემული სესხების წილი, 56%-ია. ლარიზაციის მაჩვენებლად, ძირითადად, სწორედ დეპოზიტებში და სესხებში ლარის გამოყენების წილს იყენებენ.

მცირე, ღია ეკონომიკის მქონე ქვეყნებში, ისეთში, როგორიც საქართველოა, უცხოური ვალუტის გამოყენების წილი მაღალი არის ხოლმე, რაც ქვეყნის ეკონომიკის ეროვნულ ვალუტაზე დამოკიდებულებას ამცირებს. ეროვნული ვალუტის ნაკლებ გამოყენება, საქართველოს შემთხვევაში დაბალი ლარიზაცია, ეროვნული ვალუტისადმი ნდობითაც არის განპირობებული.