რა არის სუვერენული საკრედიტო რეიტინგი?

რა არის სუვერენული საკრედიტო რეიტინგი?

სუვერენული საკრედიტო რეიტინგი (ინგლისურად Sovereign Credit Rating) არის ქვეყნის შეფასება, თუ რამდენად რისკიანია აღნიშნულ ქვეყანაში ინვესტირება ან რამდენად რისკიანია ამ ქვეყნის რეზიდენტებზე ფულის სესხება, როგორც მთავრობაზე, ასევე კერძო სექტორზე. საერთაშორისო კაპიტალის ბაზარზე ხელმისაწვდომობისათვის, ქვეყნებისთვის კარგი რეიტინგის ქონა უმნიშვნელოვანესია. რაც მეტია რეიტინგი, ქვეყანას უფრო ნაკლებ პროცენტში შეუძლია სესხის აღება, ინვესტორები კი ქვეყანაში ინვესტირების გადაწყვეტილებას უფრო იოლად იღებენ, უფრო ნაკლები მოგების ნორმას ჯერდებიან.

საკრედიტო რეიტინგი რისკების შეფასებით დგინდება. რისკების შეფასება ეკონომიკურთან ერთად პოლიტიკურ ფაქტორებსაც მოიცავს. დღეისათვის რამდენიმე ორგანიზაცია (სააგენტო) ანიჭებს ქვეყნებს საკრედიტო რეიტინგებს, მაგრამ მათ შორის ყველაზე გავლენიანია: Fitch, Moody’s და Standard & Poor’s (S&P).