რა არის მიკროეკონომიკა?

რა არის მიკროეკონომიკა?

მიკროეკონომიკა (ინგლისურად Microeconomics) არის ეკონომიკის, როგორც მეცნიერების მიმართულება და შეისწავლის ინდივიდუალური მომხმარებლებისა და მწარმოებლების ქცევას, თუ როგორ იღებენ გადაწყვეტილებებს შეზღუდული რესურსების პირობებში. “Micro“ ქართულად მცირეს ნიშნავს, ანუ “Microeconomics“ ქართულად ითარგმნება, როგორც „მცირე ეკონომიკა“. დასახელებაში სიტყვა „მცირე“ გვხვდება, რადგან ინდივიდუალურ გადაწყვეტილებებს და ქცევებს სწავლობს, მაგალითად, ერთი ადამიანის, როგორც მომხმარებლის. თუმცა, როდესაც დიდი რაოდენობით მომხმარებელთა და მიმწოდებელთა ქცევას სწავლობენ, მას საფუძვლად სწორედ მიკროეკონომიკური ანალიზის მეთოდები უდევს.

მიკროეკონომიკას ძირითადად ეკონომიკისა და ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალობის სტუდენტები სწავლობენ, სადაც ცენტრალური როლი მოთხოვნის, მიწოდების და საბაზრო წონასწორობის თეორიების მათემატიკურ ანალიზს ენიჭება.