რა არის პარიტეტი?

რა არის პარიტეტი?

პარიტეტი (ინგლისურად Parity) ნიშნავს თანასწორობას, თანაფარდობას და ის ეკონომიკაში აქტიურად გამოიყენება, როდესაც სხვადასხვა სუბიექტისა და აქტივის მდგომარეობის შედარება ხდება.

ყველაზე ხშირად პარიტეტი სხვადასხვა ქვეყნის ფულის მსყიდველობითი უნარის შედარებისას გვხვდება. ადრე ფულის მსყიდველობით უნარი ძირითადად ოქროს მიმართ დგინდებოდა, ანუ რამდენი გრამი ოქროს ყიდვა შეგეძლო გარკვეული ფულის რაოდენობით და თუ ოქრო ძვირდებოდა, ფულის მსყიდველობითი უნარი ეცემოდა. ამ სისტემას ოქროს პარიტეტს უწოდებდნენ. დღეს მსყიდველობითი უნარის პარიტეტი ქვეყნებს შორის არსებული ფასების დონეების სხვაობით და ვალუტის გაცვლითი კურსის მიხედვით დგინდება, ანუ ეს მეთოდოლოგია გვიჩვენებს, რომელი ქვეყნის ვალუტას აქვს ყველაზე მაღალი მსყიდველობითი უნარი.