რა არის დისკონტი?

რა არის დისკონტი?

ზოგადად, დისკონტი (ინგლისურად Discount) არის ფასის შემცირება, თუმცა მისი შინაარსი გარკვეულწილად განსხვავებულია იმის მიხედვით, თუ რომელი აქტივის ფასს ვგულისხმობთ.

საქონლითა და მომსახურებით ვაჭრობაში დისკონტს უწოდებენ ბითუმად მოვაჭრეებისთვის ან ერთგული კლიენტებისთვის ფასდაკლებას. ასევე, როდესაც ფასი კლებულობს თუკი კლიენტი ნაღდი ფულით იხდის.

დისკონტია ასევე ვალუტის ფორვარდულ და არსებულ კურსებს შორის სხვაობა, ფასიანი ქაღალდის გამოშვებისა და მიმდინარე ფასს შორის სხვაობა. დისკონტი ეწოდება ასევე თამასუქის განაღდების თანხასა და ამ თამასუქის ნომინალურ ღირებულებას შორის სხვაობას, რისი მიზეზიც ხშირად თამასუქის ვადის გასვლამდე განაღდებაა.