რა არის პროგრესული გადასახადი?

რა არის პროგრესული გადასახადი?

პროგრესული გადასახადი (ინგლისურად Progressive Tax) არის დაბეგვრის ისეთი სახეობა, როდესაც მაღალი შემოსავლის მქონე ადამიანები უფრო მეტი პროცენტით იბეგრებიან, ვიდრე დაბალი შემოსავლის მქონენი. იმ ქვეყნებში, სადაც პროგრესული გადასახადები მოქმედებს, შემოსავლის რა მოცულობა ჩაითვლება მაღალ და დაბალ შემოსავლად, ეს კანონით არის განსაზღვრული.

პროგრესულ გადასახადებს ძირითადად საშემოსავლო და მოგების გადასახადის შემთხვევაში აწესებენ. მაგალითად, აშშ-ში საშემოსავლო გადასახადის 7 განსხვავებული განაკვეთი მოქმედებს: 10%, 12%, 22%, 24%, 32%, 35% და 37%. თუ დასაქმებულის წლიური შემოსავალი არ აღემატება 10,275 დოლარს, 10%-ით იბეგრება. 10,275 დოლარიდან 41,775 დოლარამდე წლიურ შემოსავალზე საგადასახადო განაკვეთი 12%-ია. მაგალითად, თუ დასაქმებულის წლიური შემოსავალი არის 40,000 დოლარი, აქედან 10,275-ზე 10%-ს გადაიხდის, ხოლო 29,725 დოლარზე (40,000 – 10,275) 12%-ს. აშშ-ში ყველაზე მაღალი განაკვეთით – 37%-ით დაბეგვრა 539,900 დოლარზე მეტ წლიურ შემოსავალზე ვრცელდება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *