რა არის სახელმწიფო ბიუჯეტი?

რა არის სახელმწიფო ბიუჯეტი?

სახელმწიფო ბიუჯეტი (ინგლისურად State budget) არის ფინანსური დოკუმენტი, რომელიც უჩვენებს, ერთი წლის განმავლობაში რა წყაროებიდან აქვს შემოსავალი ქვეყნის ცენტრალურ ხელისუფლებას, რამდენს და რაში ხარჯავს. თუ ხელისუფლებას შემოსავალი მეტი აქვს, ვიდრე ხარჯი, ბიუჯეტში ჩანს, რომ ფულს აგროვებს, ზოგავს. ხარჯი თუ უფრო მეტი აქვს, ვიდრე შემოსავალი, ბიუჯეტში ჩანს, რომ ვალებს იღებს.

ბიუჯეტი წარმოადგენს გეგმას, თუ რა ღონისძიებები უნდა დააფინანსოს მთავრობამ და როგორ გაანაწილოს შემოსავლები სხვადასხვა სფეროზე, მაგალითად, უსაფრთხოებაზე, თავდაცვაზე, განათლებაზე, ჯანმრთელობაზე, პენსიებზე, სოფლის მეურნეობაზე და ა.შ.

საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი პარლამენტის მიერ მტკიცდება და მთავრობას არ შეუძლია პარლამენტის მხრიდან ცვლილებაზე მხარდაჭერის გარეშე მისი შეცვლა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *