რა არის სახელმწიფო ხაზინა?

რა არის სახელმწიფო ხაზინა?

სახელმწიფო ხაზინა (ინგლისურად State Treasury) არის ქვეყნის მთავრობას დაქვემდებარებული დაწესებულება (საქართველოში ექვემდებარება ფინანსთა სამინისტროს), რომელიც ცენტრალური მთავრობისა და სხვა დონის ბიუჯეტების შემოსავლებს და ხარჯებს აღრიცხავს. ასევე მას ევალება ბიუჯეტის თანხებით ანგარიშსწორება და ამ აღნიშნული თანხების ანგარიშგება.

ყველა თანხა, რაც კი ქვეყნის ბიუჯეტში შედის, პირველ რიგში სახელმწიფო ხაზინაში იყრის თავს და შემდეგ ხდება შესაბამისი უწყებებისთვის გადარიცხვა. ხაზინა ასევე მართავს ბიუჯეტის ნაშთს.