რა არის ციფრული ვალუტა?

რა არის ციფრული ვალუტა?

ციფრული ვალუტა (ინგლისურად Digital currency) არის ნაღდი ფულის ელექტრონული შემცვლელი, რომელიც ინახება, იმართება და იცვლება ციფრულ (კომპიუტერულ) სისტემაში. ციფრული ვალუტით ანგარიშსწორება მხოლოდ ელექტრონულად არის შესაძლებელი.

ციფრულ ვალუტებს ცენტრალური ბანკები (საქართველოში – ეროვნული ბანკი) აკონტროლებს. რადგან ციფრული ვალუტა არ იბეჭდება ბანკნოტების ან მონეტების სახით, მისი წარმოება გაცილებით იაფი ჯდება და, ამავე დროს, ფიზიკური ფორმით არარსებობა, ინტერნეტის გამოყენებით მისი მყისიერი ტრანზაქციების საშუალებას იძლევა. ციფრული ვალუტით დაგროვებას, გადარიცხვას თუ სხვა ოპერაციებს არ სჭირდება კომერციული ბანკების გამოყენება, თუმცა ციფრული ვალუტა ბანკებს შესაძლებლობას აძლევს, ახალი პროდუქტები და სერვისები შექმნან.