რა არის უზუფრუქტი?

რა არის უზუფრუქტი?

უზუფრუქტი (ინგლისურად usufruct) არის უძრავი ქონების გადაცემა სარგებლობაში ისე, რომ ქონების მიმღები უფლებამოსილია, როგორც მფლობელმა გამოიყენოს ეს ქონება, მაგრამ მესაკუთრისაგან განსხვავებით, მას არ შეუძლია ნივთის გასხვისება, იპოთეკით დატვირთვა ან მემკვიდრეობით გადაცემა. მესაკუთრესთან შეთანხმებით შეუძლია გაქირავება. უზუფრუქტი შეზღუდული საკუთრების უფლებაა. ქონების მიმღების მოტივი ამ აქტივიდან შემოსავლის მიღებაა. უზუფრუქტი შეიძლება იყოს როგორც უსასყიდლო, ასევე ფასიანი, ანუ ქონების მესაკუთრეს გარკვეული თანხა გადაუხადო.

უზუფრუქტის დროს მნიშვნელოვანი წინაპირობაა უზუფრუქტის ვადის გასვლის შემდეგ მესაკუთრეს ქონება პირვანდელი სახით, ზიანის გარეშე დაუბრუნდეს.

უზუფრუქტი ეკონომიკური გარიგების ერთ-ერთი უძველესი ფორმაა, მისი მაგალითები ჰამურაბის კანონებშიც არის მოცემული, რომელიც ძველი წელთაღრიცხვის  დაახლოებით 1,800 წელს არის დაწერილი.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *