რა თანხით აჯილდოვებენ ოლიმპიურ ჩემპიონებს სხვადასხვა ქვეყნები

რა თანხით აჯილდოვებენ ოლიმპიურ ჩემპიონებს სხვადასხვა ქვეყნები

მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი მედალოსნებისათვის არ გასცემს ფულად ჯილდოებს, ქვეყნების უმრავლესობა საკუთარი ხარჯებით აჯილდოებს ათლეტებს. ამას გარდა, ოლიმპიელების დიდი ნაწილის შემოსავალი სახელმწიფო სპორტული ასოციაციებისგან მიღებულ სტიპენდიებსა და გრანტებსაც მოიცავს. ზოგი სპორტსმენი მიზნების მისაღწევად ქრაუდსორსინგსაც კი მიმართავს.

იშვიათ შემთხვევებში, ათლეტები სხვადასხვა ორგანიზაციასთან მაღალშემოსავლიან გარიგებებში ერთვებიან. მათ შორისაა ცნობილი იაპონელი ჩოგბურთელი ნაომი ოსაკა, რომლის ხელშეკრულებებით მიღებულმა შემოსავალმა ბოლო 1 წელიწადში $55 მილიონი შეადგინა,  რის შემდეგაც ოსაკა ყველაზე მაღალშემოსავლიანი ათლეტი ქალი გახდა.

აღსანიშნავია, რომ ყოველ აღებულ მედალზე გაცემული ბონუსები ქვეყნებს შორის მნიშვნელოვნად განსხვავდება. მაგალითად, სინგაპური ოქროსმედალოსან ათლეტებს თითქმის 20-ჯერ მეტი ფულადი ბონუსით აჯილდოებს, ვიდრე აშშ.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით კი ოლიმპიური ჩემპიონი ერთ მილიონ ლარს მიიღებს, რაც დაახლოებით 324,150 დოლარს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ ტოკიოს 2020 წლის მიმდინარე ოლიმპიადაზე ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმა საქართველოსთვის პირველი ოქროს მედალი მოიპოვა.

ქვეყანა

ოქროს მედალი

ვერცხლის მედალი

ბრინჯაოს  მედალი

სინგაპური

$737,000

$369,000

$184,000

ყაზახეთი

$250,000

$150,000

$75,000

მალაიზია

$236,000

$71,000

$24,000

იტალია

$213,000

$107,000

$71,000

ფილიპინები

$200,000

$99,000

$40,000

უნგრეთი

$168,000

$126,000

$96,000

ბრაზილია

$49,000

$29,000

$20,000

იაპონია

$45,000

$18,000

$9,000

აშშ

$37,500

$22,500

$15,000

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა

$37,000

$19,000

$7,000

კანადა

$16,000

$12,000

$8,000

ავსტრალია

$15,000

$11,000

$7,000

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site is protected by reCAPTCHA and the Google Privacy Policy and Terms of Service apply.