დღეს საქართველო მეათე მოწვევის პარლამენტს ირჩევს. ამომრჩეველთა ერთიან სიაში სულ 3,526,023 ადამიანი არის რეგისტრირებული, მათ 3,657 საარჩევნო უბანზე უნდა მისცენ ხმა. მათ შორის უცხოეთის 38 ქვეყანაში 52 საარჩევნო უბანი არის შექმნილი, სადაც ჯამურად 14,170 ამომრჩეველი არის რეგისტრირებული. ამასთანავე, სამედიცინო დაწესებულებებში მყოფი 7,150 ადამიანი და თვითიზოლაციაში მყოფი 3,695 ამომრჩეველი ხმას გადასატანი ყუთის მეშვეობით მისცემს.
2020 წლის ჩატარების საორგანიზაციო ბიუჯეტი ცესკომ 2020 წლის დასაწყისში დაამტკიცა. დოკუმენტის თანახმად, საპარლამენტო არჩევნების ჩასატარებლად 42,760,652 ლარი დაიხარჯება.
ბიუჯეტიდან გამოყოფილი 42.8 მილიონი ლარი ასე გადანაწილდება:
· შრომის ანაზღაურების ხარჯები – 19,531,295 ლარი;
· საქონლისა და მომსახურების შეძენისთვის გაწეული ხარჯები – 9,845,000 ლარი;
· სოციალური უზრუნველყოფისთვის გაწეული ხარჯები – 424,133 ლარი;
· სხვა ხარჯები – 12,152,724 ლარი;
· არაფინანსური აქტივების ზრდა – 807,500 ლარი.
როგორც ცნობილია, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები ბიუჯეტს 38,136,230 ლარი დაუჯდა, რაც 4,624,422 ლარით ნაკლებია ვიდრე ის თანხა, რომელიც ოქტომბრის არჩევნებისთვის დაიხარჯება.
არჩევნებს დააკვირდება საარჩევნო სუბიექტების 80 819 წარმომადგენელი, 132 ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის 46 981 და 5 საარჩევნო ადმინისტრაციის, 20 საელჩოსა და 23 საერთაშორისო ორგანიზაციის 910 დამკვირვებელი. საარჩევნო პროცესს 118 მედიაორგანიზაციის 5 971 წარმომადგენელი გააშუქებს.