რამდენი ენერგოობიექტი აშენდა საქართველოში უკანასკნელ წლებში?

რამდენი ენერგოობიექტი აშენდა საქართველოში უკანასკნელ წლებში?

ენერგომატარებლების ფასების მუდმივი ზრდის ფონზე, საქართველოსთვის ენერგეტიკული დამოუკიდებლობის გაძლიერება ერთ-ერთი წამყვანი პოლიტიკური და ეკონომიკური საკითხია. თუმცა უკანასკნელი წლების განმავლობაში ქვეყნისთვის ამ მიზნის მიღწევა გართულებულია, რასაც ნამახვანის $800-მილიონიანი პროექტის ინვესტორის, ENKA-ს მიერ საერთაშორისო არბიტრაჟისთვის მიმართვაც ადასტურებს.

დღეის მდგომარეობით, საქართველოში არსებული ენერგეტიკული ობიექტების ჯამური დადგმული სიმძლავრე 4.5 გიგავატსაათია. როგორც სახელმწიფო ელექტროსისტემისა და ესკოს მონაცემებიდან ირკვევა, საერთო ქსელში ახალი ობიექტების მიერთების ტემპი შემცირებულია. კერძოდ, 2021 წლის განმავლობაში ქვეყანაში სულ 7 მცირე ჰესი გაიხსნა, რომელთა ჯამური სიმძლავრეც 23.5 მეგავატსაათია.

უკანასკნელ წლებში ყველაზე მეტი – 9 ენერგეტიკული ობიექტი ქვეყანას 2020 წელს შეემატა, ამ სადგურების საერთო დადგმული სიმძლავრე 432 მეგავატსაათი იყო.

მთლიანობაში 2015 წლის შემდეგ ქვეყანას რაოდენობრივად 44 ახალი ჰიდროელექტროსადგური შეემატა, რომელთა უდიდესი ნაწილიც მცირეა და 3-5 მეგავატამდე გამოიმუშავებს, ხოლო ყველაზე დიდი ობიექტი იყო „აჭარისწყალის” 187-მეგავატიანი ჰესი, რომელიც ავარიისა და მრავალმილიონიანი განახლების შემდეგ ხელახლა 2020 წელს გაიხსნა. 108 მეგავატის სიმძლავრით მეორე ადგილზე კი 2016 წელს დასრულებული „დარიალი ჰესია”.

რაც შეეხება თბოსადგურებს, ამ პერიოდის განმავლობაში ქვეყანას სულ ორი 231- და 230-მეგავატიანი გარდაბანი1-ის და გარდაბანი2-ის თბოელექტროსადგურები შეემატა, რომელთა ოპერატორიც სახელმწიფო კორპორაცია GOGC-ია.

საქართველოს ენერგეტიკული პოტენციალის ზრდა წლების მიხედვით
როგორც ჰიდრო-, ასევე თბო- და ქარის სადგურების მიხედვით

როგორ იცვლებოდა ენერგოსისტემის მთლიანი დადგმული სიმძლავრე ბოლო 30 წელიწადში