მსოფლიოს წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიების აქციების ფასები მუდმივად იცვლება. ბოლო პერიოდში ბევრი მათგანი რეკორდულ ნიშნულებსაც კი აღწევს. პანდემიის განმავლობაში განსაკუთრებით გაიზარდა ონლაინ სფეროზე მოთხოვნა, რამაც ე.წ. FAATMAN-ის (Facebook, Amazon, Apple, Tesla, Microsoft, Alphabet, Netflix.) აქციების ფასებზეც დადებითად იმოქმედა. ამ ეტაპზე, FAATMAN-ის აქციების საერთო ფასი $8 ტრილიონს აღემატება.
საინტერესოა თუ რამდენს გამოიმუშავებენ ტექნოლოგიური გიგანტები ერთ წუთში.
მიუხედავად იმისა, რომ კონფიდენციალურობის დაცვასთან დაკავშირებული საკითხები პოლიტიკური სფეროს ყურადღებასაც იპყრობს, Facebook-ის აქციების ფასები მატებას განაგრძობს. ბოლო კვარტალი Facebook-ისთვის განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდა. კომპანიის შემოსავალმა $27 მილიარდს მიაღწია და ყოველთვიურად ფლაგმანურ პლატფორმაზე საშუალოდ 2.8 მილიარდ აქტიურ მომხმარებელს მასპინძლობდა.
Facebook-ი 1 წუთში 213,628 აშშ დოლარს გამოიმუშავებს.
Alphabet
Alphabet-მა 2020 წელს $182 მილიარდის შემოსავალი მიიღო, შემოსავლებში კი $20 მილიარდი YouTube-დან მიღებულ შემოსავალს უკავშირდება. აღსანიშნავია, რომ Google-ის საძიებო სისტემას ყოველდღიურად დაახლოებით 4 მილიარდჯერ იყენებენ, რის გამოც ის მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ვებ-გვერდია.
Alphabet-ი (Google) 1 წუთში $433,014-ს გამოიმუშავებს.
Amazon
მიუხედავად იმისა, რომ Amazon-ის მთავარი ბაზარი ამერიკის შეერთებული შტატებია, კომპანია დიდი პოპულარობით სარგებლობს მსოფლიოს სხვა ნაწილებშიც. მაგალითად, 2020 წელს Amazon-ის შემოსავლებმა იაპონიიდან $20 მილიარდი, გერმანიიდან კი $29 მილიარდი შეადგინა.
Amazon-ს წუთში ყველაზე მეტს, $955,517-ს გამოიმუშავებს.
Tesla
ელექტრონული ავტომობილების მწარმოებელი ახალ სიმაღლეებს მარტივად იპყრობს. S&P 500-ზე წარმატებულმა დებიუტმა მისი დამაარსებელი ილონ მასკი მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანებს შორის გააწევრიანა.
Tesla-ს მიერ გამომუშავებული თანხა 1 წუთში $81,766-ს უტოლდება.
Microsoft
Microsoft-ი $1.75 ტრილიონიანი საბაზრო კაპიტალიზაციით, ტექნოლოგიური სფეროში მეორე ყველაზე ძვირადღირებული კომპანიაა. Microsoft-ი მოიცავს შემდეგ კომპანიებს: Bing, LinkedIn, Xbox და ქლაუდის სერვისის კომპანიას Azure.
Microsoft-ის შემოსავალი 1 წუთში $327,823-ს უდრის.
Apple
Apple-მა, რომელიც მხოლოდ მობილური ტელეფონების მწარმოებელი აღარაა, 2021 წლის პირველ კვარტალში სერვისის სეგმენტიდან $15.7 მილიარდის შემოსავალი მიიღო, რაც აღემატება, როგორც Mac-დან, ასევე iPad-დან მიღებულ შემოსავალს (თითოეულიდან მიღებული მოგება $8 მილიარდი).
Apple, $2,473 ტრილიონით მსოფლიოში ყველაზე მაღალი საბაზრო კაპიტალიზაციის მქონე კომპანიაა. Apple-ის შემოსავალი კი ერთ წუთში $848,090-ს უდრის.
Netflix
პანდემია განსაკუთრებით წარმატებული Netflix-ისთვის აღმოჩნდა. ონლაინ სტრიმინგ სერვისს 2020 წელს 52 მილიონი ახალი გამომწერი შეემატა და ჯამში 203 მილიონი მომხმარებელი გააერთიანა. Netflix-ი ასევე დომინირებს ოქროს გლობუსის დაჯილდოების ცერემონიაზე, სადაც 2021 წელს 42 ნომინაციით იყო წარდგენილი.
Netflix-ის შემოსავალი ყოველ წუთში $50,566-ით იზრდება.