თიბისი კაპიტალის დახმარებით, „თეგეტა ჰოლდინგი“ საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის ისტორიაში პირველად, ლარში დენომინირებული, ფიქსირებული, ფიზიკური პირებისთვის განკუთვნილი, 2-წლიანი, 30 მილიონ ლარამდე ობლიგაციების გამოშვებას გეგმავს, ორი ან რამდენიმე ემისიით. პირველი ემისიის საორიენტაციო მოცულობა 20 მილიონი ლარია.
ფიქსირებული შემოსავლის მიღების უნიკალური შესაძლებლობით სარგებლობას და ლარში დენომინირებული ობლიგაციების შეძენას ნებისმიერი – როგორც რეზიდენტი, ისე არარეზიდენტი მსურველი შეძლებს.
ობლიგაციების საორიენტაციო წლიური სარგებელი ფიქსირებული 14.00%-15.00%-ის ფარგლებში განისაზღვრება და რაც მთავარია, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიხედვით, მთლიანი დარიცხული სარგებელი გათავისუფლებულია გადასახადებისგან.
მიმდინარე ეკონომიკური კლიმატის ფონზე, ლარში ინვესტირება რამდენიმე მიზეზის გამოა მომგებიანი გადაწყვეტილება.
დაზოგვის ალტერნატიული შესაძლებლობა
ლარის ობლიგაციებით, დაბანდების ალტერნატიული შესაძლებლობა იქმნება. საშუალება გაქვს ხარჯები და შემოსავლები ერთ ვალუტაში გქონდეს და გონივრულად დაზოგო ფინანსური სახსრები.
შემცირებული ინფლაცია და ფიქსირებული შემოსავალი
მიმდინარე პერიოდში, ეროვნული ბანკის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიური შეწონილი საბაზრო საპროცენტო განაკვეთი საქართველოში, დაახლოებით, 7.7%-ს შეადგენს. მათ შორის, ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე – 11.8%-ს, უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე კი 2.1%-ს.
ლარის დეპოზიტებში განხორციელებული ინვესტიცია, ინვესტორს, საშუალოდ, 11.8%-იან შემოსავლიანობას ჰპირდება. „თეგეტა ჰოლდინგის“ ობლიგაციების 14.5%-იანი სარგებლის გათვალისწინებით კი, ობლიგაციებში ინვესტირება 2.7 პროცენტული პუნქტით მეტი სარგებლის მომტანია. (გასათვალისწინებელია, რომ ფინანსურ ინსტრუმენტებთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის ინვესტიცია რისკის შემცველია).
ამას ემატება შემცირებული ინფლაციაც. ამ მომენტისთვის, ინფლაცია წლიურად, სულ რაღაც 0.1%-ია. შედეგად, შემცირებულია მოსალოდნელი ინფლაციაც, რაც მოკლე და საშუალოვადიან პერსპექტივაში, დეპოზიტებზე საპროცენტო განაკვეთების შემცირებას გამოიწვევს.
ლარის სტაბილურობა
ლარის კურსი, ისტორიულად, არასტაბილურობით გამოირჩევა, რაც ლარში ინვესტირებას, მაგალითად, დოლარისა და ევროსგან განსხვავებით, სარისკოს ხდის. თუმცა, ამ მომენტისთვის სიტუაცია სრულიად განსხვავებულია.
შეერთებულ შტატებში საპროცენტო განაკვეთების შემცირებაა მოსალოდნელი, რაც აშშ დოლარს, სხვა ვალუტებთან მიმართებით, ძალას აკარგვინებს. ანალოგიური მდგომარეობაა ევროზონაშიც, სადაც ეკონომიკური სტაგნაციის ფონზე, ევროპის ცენტრალური ბანკი განაკვეთების ზრდას აღარ განიხილავს, რაც ევროს სიმყარეზე მოქმედი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. საბოლოოდ, იმის გათვალისწინებით, რომ მომდევნო წელს შედარებით სუსტი დოლარის, და საუკეთესო შემთხვევაში, სტაბილური ევროს მოლოდინია, ლარის კურსი, დიდი ალბათობით, სტაბილური იქნება.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, „თეგეტა ჰოლდინგის“ ობლიგაციების შემოსავლიანობა ერთი მხრივ, აღემატება ლარის დეპოზიტების როგორც მიმდინარე, ისე სამომავლო შემოსავლიანობას და მეორე მხრივ, სავალუტო რისკებისგან თავის დაზღვევის გზაა.
თუ დაინტერესდი ამ შესაძლებლობით, „თეგეტა ჰოლდინგის“ ობლიგაციის შესაძენად, 15 დეკემბრამდე დაუკავშირდი თიბისი კაპიტალს ელ-ფოსტაზე – Sales&Trading@tbccapital.ge
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ წინამდებარე სტატია სარეკლამო შინაარსისაა და მისი არც ერთი დებულება არ განიმარტება როგორც ოფერტი ან მოწვევა ოფერტზე ნებისმიერი აქტივის ან/და ფასიანი ქაღალდის ყიდვასთან ან გაყიდვასთან ან/და სასესხო პროდუქტების დამტკიცების/გაცემის შეთავაზებასთან დაკავშირებით და არ შეიძლება განხილულ იქნას, როგორც რაიმე სახის ფინანსური რჩევა მსგავსი ან სხვა ქმედებების განხორციელებისთვის.
ფინანსურ ინსტრუმენტებთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის ინვესტიცია არის რისკის შემცველი, ობლიგაციების რისკიანობა უფრო მაღალია ვიდრე საბანკო დეპოზიტის რისკიანობა, რაც გამოიხატება ობლიგაციების უფრო მაღალ საპროცენტო განაკვეთში.
გთხოვთ, დამატებით გაითვალისწინოთ, რომ ნებისმიერი კომპანიის ან/და ფინანსური ინსტრუმენტის წარსული შედეგები, ეფექტურობა ან მიღწევები შესაძლოა მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს სამომავლო შედეგებისგან, ეფექტურობისგან ან მიღწევებისაგან.
შესაბამისად, ინვესტიციის განხორციელებამდე ნებისმიერ პოტენციურ ინვესტორს მოეთხოვება ჩაატაროს დამოუკიდებელი კვლევა და დეტალურად შეაფასოს ემისიის პროსპექტი ან/და მასთან დაკავშირებული მასალები. ნებისმიერი გადაწყვეტილება მიღებული უნდა იქნას პოტენციური ინვესტორის პირადი შეხედულებითა და დისკრეციით, მისი საინვესტიციო მიზნებიდან და ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე.
„თეგეტა ჰოლდინგის“ ობლიგაციების ემისიის წინასწარი პროსპექტი დამტკიცებული იქნა 2023 წლის 4 დეკემბერს და ხელმისაწვდომია საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე.
S