რია ქებურიას ხელოვნების ონლაინ პლატფორმა „რიაბიდის“ არსებობით დაწერილი ისტორია

რია ქებურიას ხელოვნების ონლაინ პლატფორმა „რიაბიდის“ არსებობით დაწერილი ისტორია

მაკო ლომაძე

თანამედროვე ხელოვნება მუდმივ რეჟიმში, სარკის პრინციპით ახალ კულტურულ, ეკონომიკურ, პოლიტიკურ თუ სოციალურ დღის წესრიგს ირეკლავს. ხელოვნება და ზოგადად კულტურა, გაცილებით დინამიკური, სოციალური და მასისთვის „მარტივად გასაგები“ გახდა. დღეს, ამ მიმართულებით მომუშავე ხელოვანმა იცის, რომ მისი ნამუშევრები არა მხოლოდ გალერეების თეთრი სივრცეებისთვის, არამედ პირველ რიგში თანამედროვე ადამიანისთვის იქმნება, რომელთან მისასვლელადაც ხელოვნების ნიმუში ციფრული სამყაროს გზას იყენებს.

თენგიზ სეფიაშვილი – Sepo

რია ქებურიას სახელი ქართულ თანამედროვე სახელოვნებო სივრცეში ყველასთვის კარგად ნაცნობია. ის ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც თანამედროვე ქართველი ხელოვნებისთვის უპრეცედენტო მნიშვნელობისა და მასშტაბის პლატფორმა შექმნა. 2018 წელს შექმნილი რია ქებურიას ფონდი, საქართველოსა და, ზოგადად, სამხრეთ კავკასიის რეგიონში თანამედროვე ხელოვნების განვითარებას ისახავს მიზნად. გლობალურ სახელოვნებო სივრცეში მიმდინარე პროცესების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, ფონდი ინტერკულტურულ სივრცეს ქმნის და ხელოვნების სფეროს პროფესიონალების მრავალფეროვან საზოგადოებას აერთიანებს.

სოფო მამალაძე

ფონდის მუშაობა მრავალმხრივია. გეოგრაფიული თუ შემოქმედებითი არეალი კი საზღვრებს არ ცნობს, პირიქით თანამედროვე ხელოვნების სივრციდან ყველას და ყველაფერს აერთიანებს. ის ადამიანები, რომლებიც ამ მიმართულებით შემოქმედებით პროცესებში არიან ჩართულები და რომელთა ნამუშევრებშიც თანამედროვე სამყაროს სოციალურ-კულტურული დინებები ირეკლება, ამ ფონდთან თანამშრომლობით ახალ სიცოცხლეს იძენენ. პირველ რიგში, ეს ფონდის რეზიდენციასა და გალერეას გულისხმობს. ორ ალტერნატიულ სივრცეს, რომლებიც ერთმანეთთან პირდაპირ კავშირშია. რეზიდენციაში შექმნილი არტისტების სუბიექტური ინტერპრეტაცია – ფერწერული ტილოს, სკულპტურის, ინსტალაციის სახით გაგრძელებას ქებურიას გალერეაში პოულობს, რომელიც თბილისიდან მოშორებით, კაჭრეთში მდებარეობს.

ლუკა ჯიქია

რეზიდენციისა და გალერეის იდეურ გაგრძელებას, ქართული რეალობისთვის სრულიად ახალი ფორმატის ონლაინ პლატფორმა რიაბიდი წარმოადგენს. თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში ადამიანებს სულ უფრო მეტად აქვთ ხელოვნებასთან წვდომის, ფერწერულ ტილოსთან თუ სკულპტურასთან პირდაპირი შეხების დეფიციტი. სამწუხაროდ, გალერეებსა თუ ალტერნატიულ საგამოფენო სივრცეებში, რიგი ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო, არცთუ ისე ხშირად დავდივართ. ონლაინ პლატფორმა რიაბიდი უნიკალური შესაძლებლობაა ხელოვნების ნიმუში ჩვენი ინტერიერის და ყოველდღიურობის განუყოფელ ნაწილად ვაქციოთ, რაც იდეალურია რუტინის „გასაფერადებლად“ და შინაგანი განწყობის შესაქმნელად. რიაბიდზე ნამუშევრების მასშტაბი მრავალფეროვანია და ის როგორც დამწყებ, ისე წამყვან ხელოვანებს აერთიანებს. რიაბიდის არეალი მხოლოდ ონლაინ სივრცით არ შემოიფარგლება. საინტერესო შინაარსისა და ხასიათის ნამუშევრები მუდმივად იგზავნება სხვადასხვა Pop-Up-ზე და საგამოფენო სივრცეში, შესაბამისად, რიაბიდი მოძრავ გალერეასაც წარმოადგენს, რომელიც არა მხოლოდ ციფრულ სამყაროზეა ორიენტირებული, არამედ პირდაპირ ამყარებს კავშირს დამთვალიერებლებთან. S

მაკა ბატიაშვილი