ივენთკომპანია, რომელმაც Rolls Royce phantom-ის პრეზენტაცია გააკეთა

ივენთკომპანია, რომელმაც Rolls Royce phantom-ის პრეზენტაცია გააკეთა

ფოტო: George VAN de kamp

„თუკი საუკეთესოდ არ აკეთებ, სჯობს, საერთოდ არ გააკეთო“ – ეს პოლიტიკა აქვთ Amelie-ში, კომპანიაში, რომელიც 2015 წლიდან ბაზარზეა, თუმცა მასშტაბური ივენთების მიმართულებით მათი სახელი მხოლოდ ბოლო პერიოდია გვესმის.

„8 წლის განმავლობაში შეიძლება ითქვას, რომ ღონისძიებების დაგეგმვასა და ორგანიზებაში მხოლოდ ვმეცადინეობდით. ბევრ თქვენთვის ცნობილ წვეულებაზე ამელის დეკორი და დიზაინი იყო ხოლმე წარმოდგენილი, თუმცა ამის შესახებ სოციალურ ქსელებში არ ვსაუბრობდით.“ – ამბობს ნუკა ბარბარე ჩოხელი.

„ჩვენი ბიზნესის განვითარების სტრატეგია ჯერ ძირითადი ხაზის, ყვავილების მაღაზიის – flowers shop-ის გაძლიერებას ისახავდა მიზნად. არ გვინდოდა, რომ Amelie-ს რომელიმე სხვა ქვებრენდს, თუნდაც კომერციულად ჩვენთვის მეტად საინტერესოს, ჩვენი და საოპერაციო გუნდის ყურადღება წაეღო. ახლა კი გუნდი იმდენად გაზრდილია, რომ ცალკე მომსახურებად სრული პასუხისმგებლობით შეგვიძლია გავიტანოთ ღონისძიებების მართვა და გეგმარება – Amelie Events არა მარტო ქართულ, არამედ – საერთაშორისო ბაზარზეც. განხორციელებულმა პროექტებმა და პორტფოლიომ მოგვცა იმის საშუალება, რომ ღონისძიებების მართვაშიც ამელისთვის დამახასიათებელი განსხვავებულობა და ხარისხი შევქმნათ და ისეთ ხელშეკრულებებს მოვაწეროთ ხელი, რომელიც ახლის და ინოვაციურის შექმნას გვავალდებულებს და უფრო მეტად განვითარებისკენ გვიბიძგებს.“  – სალი წილოსანი.

ფოტო: George VAN de kamp

სწორედ ასეთი დამკვეთი იყო Rolls Royce cars Baku, რომელმაც Amelie event-ს Rolls Royce phantom Series II-ის თბილისის დებიუტი ანდო. ორდღიანი დახურული ღონისძიება გავლენიანი მედია ფიგურებისთვის და პოტენციური ბიზნესკლიენტებისთვის ამელიმ რესპუბლიკის ივენთ ჰოლში დაგეგმა. Silk hospitality-ის გუნდმა ივენთ კომპანიას და კლიენტს უმაღლესი ხარისხის მომსახურება შესთავაზა. სპეციალურად ღონისძიებისთვის გაკეთდა შენობის კარის დემონტაჟი რამდენიმეჯერ, იმისთვის, რომ მთავარ დახურულ სივრცეში დიდი გაბარიტების Rolls Royce შეეყვანათ.

ფოტო: George VAN de kamp

Amelie events-ს მუშაობას ბრიფის კითხვარის მომზადებით იწყებს. მმნიშვნელობა არ აქვს ეს პრეზენტაციაა, სამიტი, დაბადების დღე, ხელის თხოვნის ცერემონია თუ ქორწილი, ნებისმიერ შემთხვევაში ყველაზე მნიშვნელოვანი ზუსტი ინფორმაციის მოგროვებაა:  რა სურს დამკვეთს – რა წარმოუდგენია, რაზე უფიქრია და რას ელოდება ამელისგან? ეს არის კითხვები, რომელზეც ამომწურავი პასუხის მიღებას ვცდილობთ ხოლმე პირველ რიგში კომპანიისგან თუ ფიზიკური პირისგან. შემდეგ კი, როდესაც ლოკაციას, ღონისძიების ადგილს ავარჩევთ ვამზადებთ რენდერს – წინასწარ რომ ვიზუალურად დავინახოთ ჩვენ მიერ წარმოდგენილი ღონისძიება“ – სალი წილოსანი.

მე არ მეხება – ეს ტერმინი ამელიში არასოდეს ისმის. დიზაინერების გუნდი, production, ადმინისტრაცია და მომსახურების ნაწილი თავიანთ საკითხებზე არიან ორიენტირებული, თუმცა ღონისძიების დასრულებამდე ყველას მხოლოდ ერთადერთი მისია აქვს – იზრუნოს დამკვეთის კარგ განწყობაზე. პირველი სტუმრის მოსვლიდან უკანასკნელის გაცილებამდე მთელი გუნდი პასუხისმგებელია სიტუაციის მართვაზე. ჩვენ მუდმივად ვართ ერთმანეთთან ხაზზე და მიმდინარე პროცესებზე სინქრონში ვრეაგირებთ. ღონისძიებების გეგმარება დინამიკური პროცესია. წინასწარ შეთანხმებული სცენარის მიხედვითაც რომ წარიმართოს სიტუაცია ფინალამდე ორგანიზატორების სრულ ჩართულობას მოითხოვს.

ფოტო: Marina Karpy

ამელი  ბევრისთვის პირდაპირ ასოცირდება ყვავილებთან და უდავოდ, ჰოლანდიიდან ტრანსპორტირებული საუცხოო ყვავილები და ფლორისტული სირთულის დეკორაციები ჩვენი ღონისძიებების მთავარი ხელწერაა. რადგან ჩვენს ბაზაში, მაღაზიაში სრულ განაკვეთზე გვყავს დასაქმებული საქართველოს წამყვანი ფლორისტები. მაღაზიაც ყოველდღიურად ივსება ახალი ყვავილით. თუმცა, დოჰას ივენთ დიზაინ გამოფენაში მონაწილეობის შემდეგ, ამელის მიერ გაკეთებული ღონისძიებები უფრო ტექნოლოგიური გახდა. მეტი აქცენტი შუქზე, ჩრდილზე და ვირტუალურ ვიზუალიზაციაზე კეთდება.

ფოტო: Marina Karpy

ჩვენ ვცდილობთ შევქმნათ არა ფლორისტული ნამუშევრები და ცენტრები ღონისძიებებზე, არამედ მთლიანად ფლორისტული გარემო. ამის მიღწევას კი, ცოცხალ ყვავილებში ინტეგრირებული 3D გამოსახულების საშუალებით და შუქებით ვცდილობთ. ეს შუქი ბუნებრივიც შეიძლება იყოს, რადგან გვიყვარს სანთლები, თავისი არომატით და წვის პროცესით, კიდევ უფრო აცოცხლებს ხოლმე დეკორაციას, მაგრამ ხელოვნური განათებით ჯადოსნობების მოხდენა შეიძლება. წვეულებაზე სტუმრის ნაბიჯის შემოდგმა, შუქის შეცვლა, მუსიკის ჩართვა – თუკი სინქრონულად მოხდება ეს ხომ პირველივე წამიდან სტუმრის სრულ ჩართულობას გამოიწვევს ღონისძიებაში და ის უკმაყოფილო იქიდან ვერ წავა. რადგან თავისი პირადი ისტორია, პირადი გამოცდილება უკვე შექმნა.

ფოტო: Marina Karpy

Amelie flowers shop – იმპორტირებული და ადგილობრივი ყვავილების რეალიზაციით თბილისის ბაზარზე წამყვან პოზიციას იკავებს. თაიგულების ონლაინ გაყიდვებით საიტიდან www.amelie.ge კომპანია პირველ ადგილზეა ინტერნეტსივრცეში. საცალო მომსახურების გარდა Amelie 70-მდე ადგილობრივ და საერთაშორისო კორპორაციულ კლიენტს ემსახურება:  ყველა წამყვან საფინანსო ინსტიტუტს, დიპლომატიურ კორპუსს, სამედიცინო, საგანმანათლებლო ინდუსტრიის, დაზღვევის, სტუმარ-მასპინძლობის, მოდის სფეროების უმსხვილეს მოთამაშეებს.

ბრენდს ყვავილების მაღაზიის გარდა ექსკლუზიური მიმართულებებიც აქვს: Amelie flowers school (ფლორისტების სკოლა ამელი) და Amelie home (ყვავილების სახლში გამოწერის ერთწლიანი სერვისი).

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *