ფოტო: Getty Images
Robinhood-მა OpenAI-ში 75 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა, რაც ინვესტორებს საშუალებას აძლევს, ხელოვნური ინტელექტის გიგანტში წილი ირიბად მიიღონ.
კომპანიის განცხადებით, Robinhood Ventures Fund I-მა ინვესტიცია 17 აპრილს დახურა. ის მომხმარებლებს აძლევს შესაძლებლობას, იყიდონ წილი ვენჩურულ ფონდში და ამ გზით OpenAI-ს ღირებულებაზე დამოკიდებული ექსპოზიცია მიიღონ, მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის აქციები ჯერ საჯაროდ არ არის განთავსებული.
Robinhood-ში აცხადებენ, რომ კერძო ბაზრები „ძალიან დიდი ხნის განმავლობაში იყო მიუწვდომელი“ რიგითი ინვესტორებისთვის და ახალი ინსტრუმენტი სწორედ ამ ბარიერის შემცირებას ისახავს მიზნად.
აღსანიშნავია, რომ ინვესტორებს OpenAI-სთან ირიბი კავშირი სხვა გზებითაც აქვთ. მათ შორის ARK Invest-ის ფონდების საშუალებით, ასევე Microsoft-ის აქციების მეშვეობით, რომელსაც OpenAI-სთან მნიშვნელოვანი შემოსავლის გაზიარების შეთანხმება აქვს დადებული.
ამ სიახლის გავრცელების შემდეგ, საინვესტიციო ფონდის აქციების ფასი, ოთხშაბათს, დილის სავაჭრო სესიაში, დაახლოებით 8%-ით გაიზარდა.
ბოლო მონაცემებით, OpenAI-ის შეფასება 852 მილიარდ დოლარს აღწევს. შეგახსენებთ, კომპანიამ მარტში 122 მილიარდი დოლარის ოდენობის დაფინანსება მოიპოვა. Robinhood-ის $75-მილიონიანი ინვესტიცია კომპანიის საერთო შეფასების 1%-ზეც ნაკლებს შეადგენს.










